ზუგდიდის საოლქო კომისია საჩივრების განხილვას დღეს დაიწყებს
#67 საოლქო კომისია ზუგდიდის საარჩევნო უბნებიდან შესულ საჩივრებს დღეს განიხილავს. კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინფორმაციით, საოლქოში სულ 18 საჩივარია შემოსული, რომელიც, ძირითადად, პროცედურულ გადაცდომებს ეხება და ისინი კენჭისყრის შედეგებზე გავლენას არ იქონიებს. "არის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების საჩივრები. მათი უმეტესობა დაიწერა უბნებზე, თუმცა დიდი ნაწილი ადგილზე აღმოიფხვრა. ხოლო იმ საჩივრებს, რომელზეც ვერ მიიღეს უბანზე გადაწყვეტილება ოლქში დღეს განვიხილავთ", - თქვა მირანდა მესხმა. ზუგდიდის 107-ვე უბანზე დათვლილი შედეგების მიხედვით, გრიგოლ ვაშაძემ ხმების - 49.46% (23 526 ხმა), სალომე ზურაბიშვილმა კი 33.91% (16 129 ხმა) მოიპოვა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა ხმების დათვლა დაასრულა. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული, 3705 უბნის შედეგების მიხედვით, "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,64 %, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი - 37,74 % მიიღო. აღნიშნული მონაცემების შედეგად, მეორე ტურის გამართვა გახდა საჭირო. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat..
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდში 4%-იანი ბარიერი სამმა პარტიამ გადალახა
Radio Atinati
ზუგდიდის სამი საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს გაფრთხილება დაეკი...
Radio Atinati
smsportal.ge | პირადობის ყალბი ასლები
smsportal Georgia
ზუგდიდის #94 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის შესახებ საჩ...
Radio Atinati
არჩევნების პირველი ტური შეფასებები
Livepress. ge
ზუგდიდის საოლქო კომისიამ სპეცსიები ხმაურის ფონზე დაამტკიცა
Radio Atinati
ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი
Radio Atinati
საოლქო კომისიაში შეზღუდულია შესვლა
Livepress. ge