ზუგდიდის საოლქო კომისიამ სპეცსიები ხმაურის ფონზე დაამტკიცა
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა სხდომა ოპოზიციის მიერ დამატებით დაყენებული საკითხის განხილვის გარეშე დაასრულა, რომელიც ვიდეომასალას ეხებოდა. კერძოდ, მათი ინფორმაციით, ვიდეოში ასახულია საოლქოდან ბეჭდების გაცემის ფაქტები. ამასთან, მათივე მტკიცებით, ბეჭდები კომისიის თავმჯდომარეებს სახლში ჰქონდათ და არა უბნებზე, დალუქულ მდგომარეობაში. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული მხოლოდ ორი საკითხი განიხილეს, რომელიც ორივე სპეციალური სიებს ეხებოდა, მათ შორის შს სამინისტროს სპეცსიას. ოპოზიციას ამ საკითხზეც ჰქონდა შენიშვნები, კერძოდ მათი ინფორმაციით, აღნიშნულ სიებში უკანონოდ 200 ადამიანია ჩაწერილი. "შს სამინისტროს ადმინისტრაციისგან მოწოდებული იყო 299-კაციანი სია. აქედან, დამტკიცდა 139 კაციანი სია. ეს ადამიანები არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას სპეცსიების საშუალებით, მივამაგრეთ ეს ადამიანები წინა სხდომაზე. არანაირი დარღვევა არ არის სპეცსიაში, შეგვიძლია კანონში წავიკითხოთ, ზუსტად ის კატეგორიაა, რომლებიც თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობის გამო ვერ ახერხებენ გადააგილებას. ისინი არიან ზუგდიდში მცხოვრებლები, თუმცა რეგისტრაციის მიხედვით ვერ ახერხებენ ხმის მიცემას", - განმარტა მესხმა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდის საოლქო კომისიამ სპეციალური სიები დაამტკიცა
TV IMEDI
ზუგდიდის #94 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის შესახებ საჩ...
Radio Atinati
ირაკლი ჩიქოვანი: "ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებას დღეს...
Radio Atinati
საარჩევნო ხმების გადათვლა ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 „ევროპული საქართველოს“ განცხადება ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯიხაშკარის უბნის დარბევაში ბრალდებულს სასამართლომ გირაო დააკ...
Radio Atinati
ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ 18 დან 9 საჩივარი გა...
PalitraNews
ზუგდიდის სამი საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს გაფრთხილება დაეკი...
Radio Atinati