საარჩევნო ხმების გადათვლა ზუგდიდში

01.11.2021 01:07

ზუგდიდის 67 საოლქო საარჩევნო კომისიამ შემთხვევითი წილისყრის მეთოდით, შვიდი საარჩევნო უბანი უკვე შეარჩია. ხმები გადაითვლება 51-ე, 23-ე, მე-18, მე-14, 29-ე, 59-ე და 93-ე უბნებზე. პროცესში მონაწილეობას მიიღებენ საუბნო კომისიების თავმჯდომარეები, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები და პარტიებიდან დანიშნული კომისიის წარმომადგენლები. გადათვლის პროცესი ყველაგან 17:00 საათზე დაიწყება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: