მარნეულში ტრადიციული ალილო გაიმართა (marneuli tv)
მარნეულში ტრადიციული ალილო გაიმართა ქრისტესშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ალილოს მსვლელობა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგის ლოცვა–კურთხევით, მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და კულტურის სახლის წინ დასრულდა. შობის მახარობლებმა ქალაქის ქუჩები გალობით შემოიარეს და მოსახლეობას მაცხოვრის შობა ახარეს. მსვლელობაში მონაწილეობდნენ სასულიერო პირები, სტიქაროსნები, მარნეულში მცხოვრები მოქალაქეები, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები. გზადაგზა სასულიერო პირები მომლოცველებს ნაკურთხ წყალს აპკურებდნენ, ხოლო სტიქაროსნები საშობაო საგალობლებს ასრულებდნენ. მახარობლებს უკან ხარებშებმული ურემი მოჰყვებოდათ, სადაც გროვდებოდა შესაწირი ნობათი, რაც შემდგომ ქველმოქმედებას მოხმარდება. ალილოს მონაწილეებს გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან და თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად გამგეობის წინ ტკბილეულით, სურსათითა და სხვადასხვა სახის საჩუქრებით დატვირთულნი შეეგებნენ. მეუფე გიორგიმ, ალილოს დასრულების შემდეგ ქრისტესშობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა და შეკრებილი საზოგადოება დალოცა. ვრცლად იხილეთ: http://marneuli.gov.ge/…/1406-marneul...
Municipality of Marneuli-ის სხვა ვიდეოები
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ვითარება მარნეულ...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - მარნეულში ეპიდსიტ...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ინფიცირების ახალი...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ვითარება მარნეული...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - COVID-19 - ვითარე...
სპორტული ოლიმპიადა 2016-ის ოფიციალური გახსნის ცერე...
01:36
მერიის სამსახურებმა საკრებულოს წლიური ანგარიში წარ...
01:32:11
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვი...
მსგავსი ვიდეოები
ალილო მარნეულში 2017
Municipality of Marneuli
ღია საერთაშორისო ტრადიციული ტურნირი ნარდში (რეპორტაჟი)
marneulisya SYAM
ღია საერთაშორისო ტრადიციული ტურნირი ნარდში 09.05.2013
marneulisya SYAM
მარნეულში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართ...
Municipality of Marneuli
დამოუკიდებლობის დღე მარნეულში
Municipality of Marneuli
დედაენის დღე მარნეულში მრავალფეროვნად აღინიშნა
Municipality of Marneuli
ღვინის ფესტივალი მარნეულში „ღვინობისთვე 2018“
Municipality of Marneuli
მარნეულმა პოლონელ ტურისტებს უმასპინძლა
Municipality of Marneuli