ალილო მარნეულში 2017
მარნეულში ტრადიციული ალილო გაიმართა ქრისტესშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ალილოს მსვლელობა დღეს, დღის 12:00 საათზე, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგის ლოცვა–კურთხევით, მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და კულტურის სახლის წინ დასრულდა. თეატრალიზებულ მსვლელობას ცხენზე ამხედრებული ქართულ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდები და პატარები უძღვებოდნენ, მათ უკან კი მწყემსები მოყვებოდნენ, რომლებიც ქრისტეს შობის მახარობლებს განასახიერებდნენ. შობის მახარობლებმა ქალაქის ქუჩები გალობით შემოიარეს და მოსახლეობას მაცხოვრის შობა ახარეს. მსვლელობაში მონაწილეობდნენ სასულიერო პირები, სტიქაროსნები, მარნეულში მცხოვრები მოქალაქეები, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები. გზადაგზა სასულიერო პირები მომლოცველებს ნაკურთხ წყალს აპკურებდნენ, ხოლო სტიქაროსნები საშობაო საგალობლებს ასრულებდნენ. მახარობლებს უკან ხარებშებმული ურემი მოჰყვებოდათ, სადაც გროვდებოდა შესაწირი ნობათი, რაც შემდგომ ქველმოქმედებას მოხმარდება. ალილოს მონაწილეებს გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან და თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად გამგეობის წინ ტკბილეულით, სურსათითა და სხვადასხვა სახის საჩუქრებით დატვირთულნი შეეგებნენ. მეუფე გიორგიმ, ალილოს დასრულების შემდეგ ქრისტესშობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა და შეკრებილი საზოგადოება დალოცა. საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. აღსანიშნავია, რომ დღესასწაულის მოწყობის ტრადიცია 2000 წელს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II კურთხევით აღდგა. https://www.facebook.com/pg/marneuli....
Municipality of Marneuli-ის სხვა ვიდეოები
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ვითარება მარნეულ...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - მარნეულში ეპიდსიტ...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ინფიცირების ახალი...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ვითარება მარნეული...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - COVID-19 - ვითარე...
სპორტული ოლიმპიადა 2016-ის ოფიციალური გახსნის ცერე...
01:36
მერიის სამსახურებმა საკრებულოს წლიური ანგარიში წარ...
01:32:11
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვი...
მსგავსი ვიდეოები
ალილო მარნეულში (qvemo qartli tv)
Municipality of Marneuli
მარნეულში ტრადიციული ალილო გაიმართა (marneuli tv)
Municipality of Marneuli
მარნეულში საახალწლო ღონისძიებები დაიწყო (qvemo qartli tv)
Municipality of Marneuli
საშობაო ალილო მარნეულში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საშობაო ალილო მარნეულში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სულიერი მეგზური, წიგნი
ალილო
ალილო 2013.wmv
Davit Rekvava
სახარება ხუცურად
ალილო