ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი


ალეკო ელისაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი, სავარაუდოდ, დღის მორე ნახევარში გაიმართება. გამოძიება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს ძალადობით ან ძალადობის მუქარით, პირის პოლიტიკური ნიშნით დევნას ედავება, რაც სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ელისაშვილის უფლებადამცველის თქმით, ელისაშვილი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და აცხადებს რომ ის პოლიტიკური ნიშნით დააკავეს. ელისაშვილი „ქორთიარდ მარიოტში“ ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 დეკემბერს თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან ალეკო ელისაშვილი „ქართული ოცნების“ წევრს, ალი ბაბაევს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პარტიული შეხედულების გამო.

ელისაშვილი „ვივა მედის“ კლინიკიდან, სადაც ის დაზიანებებით შეიყვანეს და გამოკვლევები ჩაუტარდა, უკვე გაეწერა. სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ ელისაშვილმა კლინიკა გუშინ საღამოსვე დატოვა. ელისაშვილის ადვოკატის განცხადებით, მისის დაცვის ქვეშ მყოფი ნაცემია და მის მიმართ დაკავებისას სერიოზული ძალადობა განხორციელდა.

სახალხო დამცველის განცხადებით, ალეკო ელისაშვილი მათ დაკავებისთანავე მოინახულეს. ლევან იოსელიანის თქმით, ელისაშვილს სახეზე ჰქონდა სისხლნაჟღენთები, ასევე, რადგანაც იგი უჩიოდა გვერდის არეში ტკივილს, „ვივა მედის“კლინიკაში გუშინ საღამოსვე გადაიყვანეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან