დაპირისპირება ოპოზიციაში


პარლამენტში შესვლის საკითხმა ოპოზიციური ერთობა გახლიჩა. ჯერ საარჩევნო სისტემის შეცვლის, შემდეგ კი ახალი არჩევნების მოთხოვნით გაერთიანებული ოპოზიციონერი ლიდერები დღეს ერთმანეთს საჯაროდ უპირისპირდებიან. ალეკო ელისაშვილი „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლაში ღიად ადანაშაულებს. „მოქალაქეების“ ლიდერი ხაზს უსვამს, რომ მოლაპარაკებათა მაგიდასთან ოპოზიციის მიერ მიტანილი ოთხი მოთხოვნა, მათ შორის ვადამდელ არჩევნებზეც, ხელისუფლების მხრიდან პრაქტიკულად დაკმაყოფილებულია, თუმცა პროცესი ხელოვნურად იშლება. „აბუჩად ვიგდებდით აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებს ამდენი ხნის განმავლობაში“ - ეს შეკითხვა ელისაშვილმა დღეს მთელი ოპოზიციის მისამართით დასვა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან