ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი
ალეკო ელისაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი, სავარაუდოდ, დღის მორე ნახევარში გაიმართება. გამოძიება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს ძალადობით ან ძალადობის მუქარით, პირის პოლიტიკური ნიშნით დევნას ედავება, რაც სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ელისაშვილის უფლებადამცველის თქმით, ელისაშვილი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და აცხადებს რომ ის პოლიტიკური ნიშნით დააკავეს. ელისაშვილი „ქორთიარდ მარიოტში“ ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 დეკემბერს თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან ალეკო ელისაშვილი „ქართული ოცნების“ წევრს, ალი ბაბაევს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პარტიული შეხედულების გამო. ელისაშვილი „ვივა მედის“ კლინიკიდან, სადაც ის დაზიანებებით შეიყვანეს და გამოკვლევები ჩაუტარდა, უკვე გაეწერა. სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ ელისაშვილმა კლინიკა გუშინ საღამოსვე დატოვა. ელისაშვილის ადვოკატის განცხადებით, მისის დაცვის ქვეშ მყოფი ნაცემია და მის მიმართ დაკავებისას სერიოზული ძალადობა განხორციელდა. სახალხო დამცველის განცხადებით, ალეკო ელისაშვილი მათ დაკავებისთანავე მოინახულეს. ლევან იოსელიანის თქმით, ელისაშვილს სახეზე ჰქონდა სისხლნაჟღენთები, ასევე, რადგანაც იგი უჩიოდა გვერდის არეში ტკივილს, „ვივა მედის“კლინიკაში გუშინ საღამოსვე გადაიყვანეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სახალხო დამცველის არჩევის პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„სამოქალაქო მოძრაობის“ განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უთანხმოება და ჩაშლილი მოლაპარაკებები ოპოზიციაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაპირისპირება ოპოზიციაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"დილის მოამბე" ნინო ვარდოსანიძესთან ერთად
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
IRI-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster