ადრეული ქორწინების პრევენცია შეხვედრა ომბუდსმენთან

05/29/2014
Tamara Karelidze-ის მიერ

სასტუმრო \"ჰოლიდეი ინში\" სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის შეხვედრა შედგა. ღონისძიების მთავარი თემა, გენდერული თანასწორობისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობისათვის, ადრეული ქორწინების პრევენცია გახლდათ. ღონისძიება გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ იქნა მოწყობილი.
შვიდიათასზე მეტმა გოგონამ ნაადრევი ქორწინების გამო, ვერ დაასრულა განათლების მიღება, - აცახდებს სახალხო დამცველი. მის ყოველწლიურ ანგარიშში ისეთი ფაქტებიც მოხვდა, როგორებიც მშობლების მიერ, გოგონას ათ ძროხაში გაცვლა, თვითმკვლელობის ფაქტები თუ ოჯახში ძალადობის შემთხვევებია. როგორც უჩა ნანუაშვილი ამბობს, მისი ერთ-ერთი რეკომენდაცია, მსგავს თემებში ინფორმირებულობის დონის ამაღლებაა.
შეხვედრა პარლამენტის ვიცე-სპიკერს, გენდერული საბჭოს თავმჯდომარე მანანა კობახიძეს მიჰყავდა. მისი თქმით, პრობლემის დასარეგულირებლად, გარკვეული რეგულაციების გამკაცრებაა საჭირო, თუმცა სიფრთხილის გამოჩენა აუცილებელია.
შეხვედრას გაეროს ელჩი საქართველოში, ნილს სკოტიც ესწრებოდა. მისი თქმით, ნაადრევი ქორწინების პრობლემა საქართველოს გარკვეულ რეგიონებში კვლავ რჩება და სამთავრობო და არასამთავრობო სექტორმა, ვითარების გამოასსწორებლად უნდა იმუშაონ.
ადრეული ქორწინების პრობლემა, ძირითადად, მაღალმთიან სოფლებსა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ჩნდება. პრობლემა აქტიურად იქნა წარმოდგენილი სახალხო დამცველის გასული ორი წლის ანგარიშებში. როგორც შეხვედრის წარმომადგენლები თანხმდებიან, საზოგადოებისა და მთავრობების მოვალეობა, მოზარდი გოგონების განვითარების ხელშეწყობაა, სადაც ადრეული ქორწინების პრევენცია დიდ როლს თამაშობს.
@vasasi | http://fb.com/vasasisblog
http://www.vasassi.com/