ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

20.02.2016 16:58

17 თებერვალს, კულტურის სამინისტროში გაიმართა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონის პრეზენტაცია. გამოცემის ავტორები არიან რუსუდან ქუთათელაძე და მზია ჯაფარიძე. ქართული მუსიკის შესახებ ასეთი მოცულობის, თემატიკისა და შინაარსის ნაშრომი არასოდეს გამოცემულა - ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი პირველი და ერთადერთი გამოცემაა, რომელიც სრულად უყრის თავს ინფორმაციას ქართული მუსიკის შესახებ. გამოცემისთვის ინფორმაციის შეგროვებაზე შემოქმედებითი ჯგუფი წლების მანძილზე მუშაობდა. http://www.culture.gov.ge/   / culturegovge   http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: