არტემ ერქომაიშვილი - მარტოდთქმული მარგალიტები [1966]

01/01/2020
Lasha Gabunia-ის მიერ

Playlist:
01-შობამან შენმან ღვთისმშობელო / Thy Holy Nativity, O, Virgin 00:00
02-ღირსად გაბრიელ / Worthy Gabriel Has Announced To The Virgin 01:21
03-რომელმან შევ მთიები / Virgin Womb Ineffably 02:25
04-ქრისტეს შობასა ვადიდებდეთ / Christ Is Born: Extol Him 03:42
05-სასწაულითა იხსნა ერი უფალმან / Of Old The Master Who Works Wonders 05:07
06-ღმერთო მოხედენ / God, Listen To The Prayers Of The Slaves 06:27
07-კვერთხი იესეს ძირისაგან / The Rod The Root Of Jesse 07:45
08-საიდუმლო უცხო და დიდებული / A Mystery Strange And Most Glorious 08:59
09-საშოთ მთიებისა / Out Of The Womb 10:45
10-რაჟამს იორდანეს ნათელ იღე / When In The Jordan Thou Wast Baptized 12:39
11-ვერშემძლებელ ვართ დიდებად შენდა / No Tongue Hath Power Worthily To Praise 14:35
12-სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანამოსაგრეო / O Fellow Servant With The Minister 16:22
13-მოციქული ქრისტესაგან გამორჩეულო / The Apostle Distinguished By Christ 17:27
14-გიხაროდენ მიმადლებულო ღვთისმშობელო / Hail, Virgin Birth-Giver Of God 19:10
15-წერილთა მიერ სჯულისათა / In The Law-In The Shadow 20:45
16-აწ განუტევე მონა შენი მეუფეო / Lord, Now Lettest Thou Thy Servant Depart 22:08
17-ზეცისა მხედრობათა მთავარანგელოზნო / O Leaders Of Thr Heavenly Hosts 23:46
18-მთასა ზედა ფერი იცვალე / Thou Wast Transfigurated Upon The Mount 25:13
19-შობა შენი უხრწნელ არს / Thy Birth-Giving Was Shown 27:22
20-რაჟამს მოხვიდე ღმერთი / When The Disciples Saw The Entry 28:47
21-მოწაფეთა რა იხილეს / When The Disciples Saw The Entry 30:32
22-ღმერთი უფალი / God Is The Lord 31:20
23-ნათელი ნათლისაგან / Light Sent By Light 33:14
24-გული წმიდა დაბადე / Make Me A Clean Heart, O God 35:19
25-რომელმან მეექვსესა დღესა / O Thou, Who, On The Sixth Day And Hour 35:49
26-უფალო ღაღად-ვჰყავ შენდამი / Lord, I Have Cried Unto Thee 36:45
27-წარემართენ ლოცვა ჩემი / Let Me Prayer Be Set Forth Before Thee 38:05
28-რაჟამს დიდებულნი / When The Glorious Disciples 39:07
29-შვენიერმან იოსებ / Noble Joseph, When He Had Taken 43:35
30-რაჟამს შთახვედ საფლავად / When Thou Didst Decend Into Hades 44:41
31-ქრისტე აღდგა / Christ Is Risen 46:06
32-განვიწმიდნეთ საცნობელნი / Let Us Purify Our Seses 46:35
33-პასექი ბრწყინვალედ მშვენიერი / Today Is The Holy Passover 47:58
34-ანგელოზი ღაღადებს / The Angel Cried Unto Her 49:49
35-განათლდი, განათლდი / Shine, Shine, O New Jerusalem 51:12
36-ამაღლდი დიდებით ქრისტე ღმერთო / Thou Art Ascended Into Glory 52:45
37-შევ ქალწულო / Thee, Who Above Understanding 54:01

პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი: ილია ჯღარკავა;
პროექტის კონსულტანტი: დავით შუღლიაშვილი;
აუდიოჩანაწერების დიგიტალიზება: მიხეილ კილოსანიძე;
აუდიორედაქტირება და ხმების შეერთება: ილია ჯღარკავა;
ინგლისური თარგმანი: მაია კაჭკაჭიშვილი;
თარგმანის რედაქტირება: ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი;
დიზაინი: შორენა ხომერიკი, ლუკა ჯღარკავა;
პროექტის სპონსორი: ფონდი „ქართული გალობა“.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ℗ 1966
ფონდი „ქართული გალობა“ © 2016
ილია ჯღარკავა © 2013 – 2016

არაკომერციული გამოცემა

Ripped by: ERM0NIA (Lasha Gabunia)

„1966 წელს ფოლკლორისტებმა, პროფესორმა გრიგოლ ჩხიკვაძემ და კახი როსებაშვილმა ძველი ქართული საგალობლების ჩასაწერად გურიიდან თბილისში, კონსერვატორიის ფოლკლორის კათედრაზე, მიიწვიეს სრული მგალობელი არტემ ერქომაიშვილი.

აუდიოჩაწერა ორი მაგნიტოფონის საშუალებით, ე.წ. კომბინირებული მეთოდით მიმდინარეობდა: ერთით იწერებოდა პირველი ხმა, შემდეგ კი არტემი თავის ნაგალობებს ჯერ შუა ხმას და შემდეგ ბანს უწყობდა, რასაც მეორე მაგნიტოფონით იწერდნენ.

ასეთი გზით შემოგვრჩა 79 წლის მოხუცი მგალობლის მიერ შესრულებული 107 საგალობლის სამივე ხმის უნიკალური ფონოჩანაწერი, რომლის გაწმენდა-რედაქტირება, ხმათა შეერთება და კომპაქტ-დისკის სახით გამოცემა ფონდ „ქართული გალობისა“ და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა. დისკში შესულია 37 რჩეული საგალობელი“.

„არტემ ექრომაიშვილი დაიბადა სოფელ მაკვანეთში, ოზურგეთის რაიონში 1887 წლის 26 ოქტომბერს. ბავშვობიდანვე დაეუფლა გურული სიმღერების შესრულებას; 1908 წელს მან მელქისედეკ ნაკაშიძესთან დაიწყო საგალობლების შესწავლა. ნაკაშიძისგან 1911 წლამდე 2000-მდე საგალობელი ისწავლა. 1911 წელს სენაკში გააგზავნეს მგალობლად და გალობის მასწავლებლად. 1924 წლიდან ხელმძღვანელობდა ხალხურ გუნდებს მაკვანეთში, ბათუმში, ოზურგეთში. მართავდა კონცერტებს საქართველოსა და სსრკ ქალაქებში. 1950 წლიდან იყო ქ. მახარაძის კულტ-სახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელი; მისი საავტორო სიმღრებია: „დიდი ხნიდან გაგიცანი“, „ბაღია ჩვენი ქვეყანა“. თავის თაობაში იყო ქართული სასულიერო გალობის უკანასკნელი შემსრულებელი. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფოლკლორის კათედრის ლაბორატორიაში ინახება ორი მაგნიტოფონის მეშვეობით მის მიერ 3 ხმაში შესრულებული 108-მდე საგალობლის ჩანაწერი, ძირითადად ამ მასალაზე დაყრდნობით შეგვინარჩუნდა ქართული გალობის „შემოქმედის სამგალობლო სკოლის“ ნიმუშები. თვითნასწავლი კომპოზიტორი, ლოტბარი, სრული მგალობელი, ძირითადად ბანი. საქართველოს სახალხო არტისტის ანზორ ერქომაიშვილის ბაბუა.

არტემ ერქომაიშვილი გარდაიცვალა 1967 წლის 2 თებერვალს, 79 წლის ასაკში, დაკრძალულია მშობლიურ სოფელში“.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 166

#ArtemErkomaishvili #PearlsOfGeorgianChant #Georgia