Sandro Inashvili - baritone (1936) [Vinyl Rip]
Playlist: 1. ოროველა (დიმიტრი არაყიშვილი – ხალხური) 00:00 2. მურმანის არია (ზაქარია ფალიაშვილი. „აბესალომ და ეთერი“) 02:31 3. გოჩას არია (მელიტონ ბალანჩივაძე. „დარეჯან ცბიერი“) 07:26 4. აბდულ-არაბის კავატინა (დიმიტრი არაყიშვილი. „თქმულება შოთა რუსთველზე) 09:50 5. კიაზოს არია (ზაქარია ფალიაშვილი. „დაისი“) 13:05 6. კიაზოსა და ცანგალას დუეტი (ზაქარია ფალიაშვილი. „დაისი“) 17:27 ტ. დუნენკო – ფორტეპიანო (1); თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი დირიჟორები: ევგენი მიქელაძე (2, 4 – 6); დიდიმ მირცხულავა (3) რესტავრატორი: მ. კილოსანიძე; რედაქტორი: ნ. ჭელიძე; მხატვარი: ვ. ვორონინი საარქივო ჩანაწერები: 1936 წელი © 1984 „მელოდია“ Vinyl rip by – ERM0NIA (ლაშა გაბუნია) „სანდრო ინაშვილი დაიბადა 1887 წლის 23 აგვისტოს თბილისში. დაამთავრა თბილისის სამუსიკო სასწავლებელი 1916 წელს. თავდაპირველად მღეროდა ს. კავსაძისა და ნ. სულხანიშვილის ქართული ხალხური სიმღერის გუნდებში. ამ დროისათვის მას უკვე შესრულებული ჰქონდა ტორეადორის (ბიზეს „კარმენი“), რიგოლეტოს და ჟერმონის (ვერდის „რიგოლეტო“, „ტრავიატა“), ფიგაროს (მოცარტის „ფიგაროს ქორწინება“) და სხვა ურთულესი პარტიები. 1917 წლიდან ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. 1918–1919 წწ. სეზონი მეტად ნაყოფიერი გამოდგა, ერთიმეორის მიყოლებით დაიდგა „თქმულება შოთა რუსთაველზე“, „აბესალომ და ეთერი“ და „ქეთო და კოტე“, მსახიობმა შესანიშნავად დაძლია აბდულ-არაბის, მურმანის პარტიები და მტკიცედ დაიმკვიდრა ადგილი ქართულ საოპერო სცენაზე. იშვიათი სილამაზის, ხავერდოვანი ტემბრის ხმისა და ბრწყინვალე აქტიორული ნიჭის წყალობით შექმნა შესანიშნავი ვოკალურ–სცენური სახეები ქართულ, რუსულ და უცხოურ ოპერებში: „მურმანი“ და „კიაზო“ (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“), გოჩა (მ. ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“), ყველა ამ პარტიის პირველი შემსრულებელი იყო, ევგენი ონეგინი (პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“), ბორის გოდუნოვი (მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“), დემონი (ა. რუბინშტეინის „დემონი“), ფაუსტი (შ. გუნოს „ფაუსტი“); 1923 წელს ა. სუმბათაშვილ-იუჟინისა და ვ. სარაჯიშვილის დახმარებით ორი წლით იტალიაში გაემგზავრა ვოკალური ხელოვნების დასახვეწად, სადაც გამოჩენილი იტალიელი მომღერლის პროფესორ ჯირალდოს სტაჟიორი იყო. პარალელურად მას შესთავაზეს გასტროლები, რომლებმაც წარმატებით ჩაიარა იტალიასა და ესპანეთის საოპერო თეატრების სცენებზე, კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა მისი ხავერდოვანი ბარიტონი და რომ არა სამშობლოს სიყვარული, მას ელოდა დიდი ასპარეზი ევროპისა და ამერიკის სცენებზე. 1932 წელს ის მთელი სეზონით მიიწვიეს ლენინგრადის მარინის საოპერო თეატრში, სადაც იმღერა ბარიტონის ყველა წამყვანი პარტია. 1933 წლიდან ის კვლავ თბილისშია, ამჯერად როგორც საოპერო თეატრის მხატვრული ხელმძღვანელი და სოლისტი. მან განახორციელა ისეთი რთული ოპერების დადგმა როგორიცაა ვერდის „აიდა“ და ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“. 1937 წლიდან ვოკალური ხელოვნებას ასწავლიდა თბილისის კონსერვატორიაში (1942 წლიდან პროფესორი), სადაც აღზარდა ისეთი მომღერლები როგორებიც არიან: მ. ამირანაშვილი, თ. ზაალიშვილი, პ. თომაძე, შ. კიკნაძე, ი. შუშანია, ნ. ჯაფარიძე. სანდრო ინაშვილი გარდაიცვალა 1958 წლის 4 ივნისს, 70 წლის ასაკში. დასაფლავებულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში“. [წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბილისი, 2007 წელი]
Lasha Gabunia-ის სხვა ვიდეოები
Outsider - ღია რეპეტიცია ბჟოლებში [22.09.1998] (ნა...
„ანარეკლი“ - Bajoo \u0026 Chi - ბედნიერი როკ-ენ-რო...
Outsider - Live In Kutaisi GPI Club (05.09.1997)
Outsider \u0026 Friends - Live At Theater In Bzhol...
უცნობი შემსრულებელი - კინტოს სიმღერა [1950's] (X-R...
05:08
ჰამლეტ გონაშვილი და „რუსთავი“ - ზამთარია (1989) [V...
31:12
Outsider - „მარგარიტა 96“ (LIVE) [13.07.1996]
17:09
კონსტანტინე გამსახურდია [1961] (Vinyl Single Rip)
მსგავსი ვიდეოები
1. Paliashvili - Daisi(Sunset) Mikeladze 1937
ditogam
როგორ შევქმნათ ავტომატური ღუმელი მოდების გარეშე
Sandro Iashvili
როგორ შევქმნათ ავტომატური ღუმელი მოდების გარეშე
Sandro Iashvili
როგორ შევქმნათ ავტომატური ღუმელი მოდების გარეშე
Sandro Iashvili
WINDFOR'S - Das პროფილაქტიკა - "ჩვენი გერმანული"
Windfor's Tbilisi
ისტორიის კვალდაკვალ: ხერხეულიძეები და საქართველო, PKTV-ს 'ც...
PK TV2
WINDFOR'S - Das იდილია - "ჩვენი გერმანული"
Windfor's Tbilisi
WINDFOR'S - თვალის ჩოგბურთი - FRIXX
Windfor's Tbilisi