მოიზღვავე წიგნები - ზუგდიდის ბულვარში წიგნები ფასდაკლებით იყიდება
ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში წიგნები გამოფენა-გაყიდვა „მოიზღვავე წიგნები“ მიმდინარეობს. მკითხველს აქ წიგნების შეძენა დღეს 40-დან 60 %-მდე ფასდაკლებით შეუძლიათ. ღონისძიებაზე მოსულ ზუგდიდელებს 11 გამომცემლობის მიერ გამოცემული მრავალფეროვანი ლიტერატურა დახვდება. წიგნის მოყვარულებს სადისტრიბუციო კომპანია „ირიათონმა“ უკვე მესამედ შესთავაზა მხატვრული პროზა, ახალი თარგმანები, საბავშვო, კულინარიული და სხვა სახის ლიტერატურის დაბალ ფასად შეძენა. „ძალიან ხშირად გვეუბნებიან, რომ თბილისის წიგნის ფესტივალზე ჩასვლას და შესაბამისად, წიგნების შეძენას ვერ ახერხებენ, ამიტომაც „ირიათონმა“ ეს ფორმა მოიფიქრა, რათა ადგილობრივებს ჰქონოდათ საშუალება, რომ სასურველი წიგნი შეეძინათ“, - თქვა ღონისზიების ორგანიზატორმა ზვიად კვარაცხელიამ. გამოფენა-გაყიდვით კმაყოფილები არიან მკითხველები. დღეს წიგნებს სხვადასხვა ასაკის მკითხველები ყიდულობენ. მათ შორის სკოლის მოსწავლე ზვიად გაბედავაცაა, რომელიც თვლის, რომ მსგავსი ღონისძიების ჩატარება ყოველ სეზონზე მნიშვნელოვანია. „სამწუხაროდ, მოსწავლეები ვერ ვახერხებთ თბილისში ჩასვლას ფესტივალზე, ამიტომაც ძალიან კარგია, როცა რეგიონებსი ჩამოდის ხელმისაწმდომ ფასებში ეს წიგნები“, - გვითხრა გაბედავამ. წიგნების შეძენა მსურველებს დღეს 19 საათამდე შეეძლებათ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/116211701... Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
„მოიზღვავე წიგნები“ - გამოფენა-გაყიდვა ზუგდიდში
Radio Atinati
ზუგდიდში წიგნების გამოფენა -გაყიდვა „მოიზღვავე წიგნები“ მო...
Radio Atinati
ზუგდიდის ბულვარში წიგნების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს
Radio Atinati
აშშ-ში მოღვაწე 100-მდე ქართველი ექიმი კონგრესს სააკაშვცილის...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia