„მოიზღვავე წიგნები“ - გამოფენა-გაყიდვა ზუგდიდში
ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში წიგნების გამოფენა-გაყიდვა იმართება. ღონისძიებაზე რვა ქართული გამომცემლობის სხვადასხვა ჟანრის, მათ შორის, თანამედროვე ქართული და ნათარგმნი მხატვრული ლიტერატურა, საბავშვო, კულინარიული და სხვა წიგნებია წარმოდგენილი. ღონისძიების ორგანიზატორის, ზვიად კვარაცხელიას ინფორმაციით, მსურველებს წიგნების ყიდვა „განსაკუთრებული“ ფასდაკლებით შეუძლიათ.„ეს არის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მკითხველთან უფრო ახლოს მისვლას და განსაკუთრებული ფასდაკებით მრავაფეროვანი არჩევანის შეთავაზებას. ვფიქრობ, მკითხველს მოეწონება აქ წარმოდგენილი წიგნები“, - აღნიშნა კვარაცხელიამ. მსგავსი ღონისძიებების აუცილებლობაზე საუბრობენ მკითხველები. ერთ-ერთი მათგანის კრისტინე კილანავას თქმით, წიგნების გამოფენა-გაყიდვა ხელს შეუწყობს კითხვის ტრადიციის აღდგენას. „ეს შესანიშნავი წამოწყებაა, რომელიც ახალგაზრდებს დააინტერესებს იკითხონ მეტი. მე რამდენიმე წიგნი შევიძინე. მართალია, კარგი იქნებოდა უფრო დაბალი ფასები იყოს, თუმცა, იმდენად კარგი წიგნებია, რომ ფასზე ლაპარაკიც ზედმეტი იქნებოდა“, - თქვა კილანავამ. პროექტი „მოიზღვავე წიგნები“ საქართველოს რეგიონებში ხორციელდება და გამოფენა-გაყიდვა ხვალ დასრულდება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდში წიგნების გამოფენა -გაყიდვა „მოიზღვავე წიგნები“ მო...
Radio Atinati
მოიზღვავე წიგნები - ზუგდიდის ბულვარში წიგნები ფასდაკლებით იყ...
Radio Atinati
ზუგდიდის ბულვარში წიგნების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს
Radio Atinati
აშშ-ში მოღვაწე 100-მდე ქართველი ექიმი კონგრესს სააკაშვცილის...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia