ჩვენ გვადარდებს ქალთა უფლებები!
დაიმახსოვრეთ ეს ხალხი! ეს არის ის ადამიანები, ვისაც აინტერესებს ქალთა უფლებები, რომლებიც ყოვლეთვის მზად არიან დაიცვან ქალთა უფლებები! "გუშინ წინ ვიყავით მე და ჯილ სიმპსონი. გუშინ გავხდით თორმეტნი. დღეს კი აქციაზე რამდენიმე ათეულობით ადამიანი შემოგვიერთდა. ჩვენ ყველამ დღეს კიდევ ერთხელ ვთქვით, რომ გვადარდებს ქალთა უფლებები; რომ ყველა ეროვნების ხალხი მზად ვართ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვუჩვენოთ ქალთა სოლიდარობა. იცნობდეთ ამ ხალხს. ხალხი, რომელიც ყველგან და ყოველთვის ქალებს მოუწედებენ თავიანთი უფლებების დაცვისაკენ და რომლებიც მზად არიან დაიცვან ქალთა უფლებები. ცვლილებები იწყება ჩვენიდან."–ამბობს RICDOG გენერალური მდივანი, გვანცა თოთაძე RICDOG-ი მშვიდობის კორპუსის მოხალისის, ჯილ სიმპსონის ინიციატივით შეუერთდება მსოფლიო კამპანია. კამპანიას, რომლის მიზანია მსოფლიოს უჩვენოს ქალთა სოლიდარობა და უამრავი ქალის ერთობლივი ძალისხმევა თავიანთი უფლებების დაცვისთვის. აქციის ფარგლებში, რომელიც თეთრ ხიდზე გაიმართა, ჩართული იყო RICDOG წევრები, მოხალისეები და ის პიროვნებები, რომლებმაც ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით გაიგეს მათ შორის იყო ჟურანლისტები და პოლიტიკოსები. აქციას ასევე, შემოუერთდა მშვიდობის კორპუსის მოხალისეები. "ერთი მილიარდი ამბოხებული რევოლუციისათვის/One Billion Rising Revolution" არის მსოფლიოში ცნობილი კამპანია, რომელიც ეკუთვნის ივ ენსლერს - (ცნობილი დრამატურგი და აქტივისტი, „ვაგინა მონოლოგების" ავტორი) კამპანია გულისხმობს გლობალურ ქმედებას, რომელიც მთელ მსოფლიოს უჩვენებს ქალთა მრავალრიცხოვნებას საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლაში. აქციის ინიციატორები მოუწოდებენ მილიონობით ქალს გამოვიდნენ სახლებიდან, სამსახურებიდან და გაერთიანდნენ იმისთვის, რომ იცეკვონ და მოახდინონ ერთიანი ძალის დემონსტრირება სამართლიანობის აღდგენის, ძალადობის დაგმობისა და გენდერული თანასწორობისათვის. (დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ კამპანიაზე იხ. http://onebillionrising.org/)
RIC DOG-ის სხვა ვიდეოები
02:30
Georgian For Foreigners - Lesson 18
02:00
ინსტრუქცია ჯომარდობაზე - RICDOG თავგადასავლების კლ...
04:55
ლევან ბერძენიშვილის შეხვედრა RICDOG წევრებთან
04:11
პროექტი PCPP დასრულდა
01:35
სამოქალაქო ინოვაციების ჰაბი – ვორკშოფი სამოქალაქო...
15:28
სამოქალაქო ინოვაციების ჰაბი - პროექტი დასრულდა
02:20
Georgian For Foreigners - Lesson 20
03:07
სპს 2 დასრულდა
მსგავსი ვიდეოები
დემოგრაფიული პრობლემა
Business Media Georgia
0
მიიღებს შეკვეთებს და გადახდებს მესენჯერის საშუალებით!
Octopus Digital One
გიორგი ისაკაძე: ასპარეზი ნიჭიერ ადამიანებისთვის // NETAV po...
NETAV Media
ტემპერატურის კონტროლი წამლების გარეშე😍ეფექტური ბუნებრივი მ...
სალის Vlogs
ვლოგი #17. უსაფრთხო და შემეცნებით-გასართობი საბავშვო ოთახის...
ჩვენ
ვლოგი #19. ბავშვის საძილე ტომრის მიმოხილვა
ჩვენ
ჩვენ
Lia Berdzenishvili