განახლებული დიზაინის მოწმობების გაცემა


სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ დაბადების განახლებული დიზაინის მოწმობების გაცემა დაიწყო. აღნიშნული დოკუმენტი დღემდე სტანდარტული A4 ფორმატის ფურცლის სახით გაიცემოდა. დაბადების პირველადი მოწმობა კანონით გათვალისწინებული საბუთების წარდგენიდან მეორე დღეს უფასოდ გაიცემა. მათ კი, ვისაც სურვილი აქვს დაბადების რეგისტრაციის მოწმობა ახალი დიზაინის მქონე, თანამედროვე დოკუმენტის სახით ჰქონდეს, სერვისების განვითარების სააგენტოსა და იუსტიციის სახლის ფილიალებს უნდა მიმართონ.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1m4AsxE

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან