ალექსეი არესტოვიჩის განცხადება


ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ყველა უკრაინელი პატიმარი გაცვალოს. ჩვენმა სამხედროებმა ბევრი „საინტერესო პერსონაჟი“ შეიპყრეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველს დეტალებზე არ უსაუბრია, მაგრამ მიანიშნა, რომ ტყვეებს შორის არიან ოფიცრები, მაღალი რანგის სამხედროების ნათესავები და პოლიტიკოსები. მანამდე ცნობილი გახდა, რომ 19 აპრილს, უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების მეხუთე გაცვლა მოხდა. სახლში 76 უკრაინელი დაბრუნდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან