ოლექსი არესტოვიჩის განცხადება და პოლიტიკური შეფასებები


ისევ გამწვავებული რიტორიკა უკრაინის ხელისუფლებისგან - ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ბოლო განცხადება საქართველოში მორიგი ვნებათაღელვის მიზეზი ხდება.

არესტოვიჩის პოზიცია იმ გზავნილს იმეორებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნის შესახებ უკრაინის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა ცოტა ხნის წინ გაახმოვანა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ფარული აუდიო ჩანაწერის, არახამიას გუშინდელი საკმაოდ მწვავე განცხადების და ზელენსკისგან საქართველოს ხელისუფლების მისამართით კიდევ ერთი კრიტიკული გზავნილის მიღმა, „ქართული ოცნება“ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ კვალს ხედავს. არგუმენტად მმართველ გუნდს ყოფილი სახელისუფლებო პარტიის იმ აქტივობებს ასახელებს, რომლებიც უკრაინაში ქართული საპარლამენტო დელეგაციის ჩასვლას და ორი ქვეყნის ბოლოდროინდელ დაძაბულ ურთიერთობაში გაჩენილ პოზიტიურ გზავნილებს მოჰყვა. ამ კონტექსტში დღეს ბაკურიანში ცოტა ხნის წინ გამართული ის შეხვედრაც ახსენეს, სადაც მმართველი პარტიის ინფორმაციით, ხელისუფლების დამხობის გეგმა განიხილებოდა. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან