მოლაპარაკება უკრაინა-რუსეთს შორის


რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკება ონლაინფორმატში განახლდა - ინფორმაცია რუსული მედიით გავრცელდა. მანამდე, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი უცხოურ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ „თუ რუსეთი იწყებდა ულტიმატუმის ენით, ახლა არის დიალოგი, რთული, მაგრამ დიალოგი“. მისივე თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტობის პერიოდში, უკრაინა საკუთარი ტერიტორიის არცერთ სანტიმეტრს არ დათმობს. „ზელენსკი 2014 წელს რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, ჩვენ ყირიმს არ დავკარგავდით, რადგან ეს ყველაფერი ერთნაირად იწყებოდა – მაშინაც და ახლაც,“ – განაცხადა ერმაკმა.

რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა, რომელმაც დაადასტურა, რომ მოსკოვის პოზიცია „შერბილებულია და სტამბოლში მოლაპარაკებების დროს უკრაინამ ყველა ხაზით პოზიციები გაიუმჯობესა.

მოლაპარაკებების საკითხი განიხილეს ასევე უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტებმა. რეჯეფ თაიპ ერდოღანი კიდევ ერთხელ გამოვიდა წინადადებით, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა თურქეთში გაიმართოს. თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თუქეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მზადყოფნისთვის, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი ქვეყანა. უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკება ონლაინფორმატში დღეს გაგრძელდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან