მოლაპარაკება უკრაინა-რუსეთს შორის
რუსეთთან მოლაპარაკების პროცესმა კონსტრუქციული დიალოგის ნიშნები შეიძინა, - ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი უცხოურ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ „თუ რუსეთი იწყებდა ულტიმატუმის ენით, ახლა არის დიალოგი, რთული, მაგრამ დიალოგი“. მისივე თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტობის პერიოდში, უკრაინა საკუთარი ტერიტორიის არცერთ სანტიმეტრს არ დათმობს. „ზელენსკი 2014 წელს რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, ჩვენ ყირიმს არ დავკარგავდით, რადგან ეს ყველაფერი ერთნაირად იწყებოდა - მაშინაც და ახლაც,“ - განაცხადა ერმაკმა. რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა, რომელმაც დაადასტურა, რომ მოსკოვის პოზიცია „შერბილებულია და სტამბოლში მოლაპარაკებების დროს უკრაინამ ყველა ხაზით პოზიციები გაიუმჯობესა. მოლაპარაკებების საკითხი განიხილეს ასევე უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტებმა. რეჯეფ თაიპ ერდოღანი კიდევ ერთხელ გამოვიდა წინადადებით, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა თურქეთში გაიმართოს. თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თუქეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მზადყოფნისთვის, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი ქვეყანა. უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკება ონლაინფორმატში დღეს გაგრძელდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მოლაპარაკება უკრაინა-რუსეთს შორის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთ-უკრაინის ომი - 2023 წლის მოლოდინები
ამერიკის ხმა
უკრაინა-რუსეთის ომი: დღე მეოთხე
VeritasForYou
უკრაინა-რუსეთის ომი: შესაძლებლობების ფანჯარა
VeritasForYou
რუსეთის ახალი სტრატეგია: როგორ დასრულდება ომი უკრაინაში?
VeritasForYou
რუსეთ-უკრაინის ომის 3 თვის შეჯამება
VeritasForYou
პოდკასტი ნიკა მიქაია: რუსეთ უკრაინის ომი მიზეზები, შედეგები...
VeritasForYou
რატომ მარცხდება რუსეთი ომში?
VeritasForYou