სამუშაოს ანგარიშის პრეზენტაცია
21 თებერვალს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა ცაგერის ისტორიული მუზეუმისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის 2012 წლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოს ანგარიშის პრეზენტაცია. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ცაგერის ისტორიულ მუზეუმში ჩატარებული სამუშაოების შედეგად: • გაიხსნა განახლებული გამოფენა (გეოლოგია-პალეონტოლოგიის, ქვის ხანის, ბრინჯაო- რკინის ხანის, ანტიკური, შუასაუკუნეების, საეკლესიო ნივთების, ეთნოგრაფიული, დ. ერმაკოვის ფოტო-კოლექცია); • გაიხსნა კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი; • ჩატარდა ცაგერის ისტორიული მუზეუმის ალბომის პრეზენტაცია. პრეზენტაცია წარმოადგინეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ნინო სულავამ და გამოფენის არქიტექტორმა - დიზაინერმა ნინო ოქრუაშვილმა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი,, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ცაგერის ისტორიული მუზეუმის დირექტორი ნუგზარ კოპალიანი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიკოს-არქეოლოგები. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
სამუშაოების ანგარიში
culturegovge culturegovge
საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის ორწლიანი ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უწყების 2014 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია
ინფრასტრუქტურის სამინისტრო
"კოალიცია თანასწორობისთვის" 2021 წლის ანგარიშის პრეზენტაცია,...
The Coalition for Equality
ნარკოპოლიტიკის 2019 წლის ტენდენციები საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მინისტრმა ტაო-კლარჯეთში ქართული დელეგაციის მეხუთე სამუშაო ვი...
culturegovge culturegovge
მინისტრმა ტაო-კლარჯეთში ქართული დელეგაციის მეხუთე სამუშაო ვი...
culturegovge culturegovge