მინისტრმა ტაო-კლარჯეთში ქართული დელეგაციის მეხუთე სამუშაო ვიზიტი შეაჯამა
25 ოქტომბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა მერაბ ბოჭოიძემ ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, იშხნის სარეაბილიტაციო სამუშაობის მიმდინარეობის მორიგი ანგარიშის პრეზენტაცია გამართეს და მიღწეულ წარმატებაზე ისაუბრეს. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი მუშაობის შედეგად, იშხნის იერსახის შენარჩუნებისთვის სამუშაოების წარმოება სარესტავრაციო პრაქტიკაში მიღებული ნორმების დაცვით მიმდინარეობს. სამუშაო ჯგუფმა ამ დროისათვის უკვე მოამზადა რეკომენდაციები, რომელიც თურქეთში გადაიგზავნება. პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ თურქულმა მხარემ იშხნის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის დასრულების ვადა გაახანგრძლივა და სამუშაოები დეკემბრის ნაცვლად მაისის ჩათვლით გაგრძელდება, რაც ეტაპობრივი და თანმიმდევრული მუშაობის მეტ შესაძლებლობას იძლევა. სამუშაო ვიზიტის მორიგი რეკომენდაციები ამჯერად უმეტეს წილად ეხება არა უკვე შესრულებული სამუშაოების გამოსწორების გზებზე და მეთოდებზე მსჯელობას, როგორც ეს იყო თანამშრომლობის პირველ საფეხურზე, არამედ სამუშაოების იმ ახალი ეტაპების ერთობლივ დაგეგმვას და განხორციელებას, რომელიც იშხნის რეაბილიტაციის წარმატებულ განხორციელებას ისახავს მიზნად. გურამ ოდიშარიამ, ასევე ისაუბრა 27-29 ოქტომბერს სტამბოლში დაგეგმილ „საერთაშორისო აბრეშუმის გზის კონგრესზე", სადაც თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის ომერ ჩელიკის მოწვევით გაემგზავრება. ვიზიტის ფარგლებში, გურამ ოდიშარია კოლეგას ტაო-კლარჯეთში ქართული ძეგლების საკითხებზე სასაუბროდ შეხვდება და ქართული დელეგაციის უკვე მეხუთე ვიზიტს შეაჯამებს. http://www.culture.gov.ge http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
მინისტრმა ტაო-კლარჯეთში ქართული დელეგაციის მეხუთე სამუშაო ვი...
culturegovge culturegovge
მინისტრმა ტაო-კლარჯეთში ქართული დელეგაციის მეხუთე სამუშაო ვი...
culturegovge culturegovge
ქართველ სპეციალისტთა ტაო-კლარჯეთში ვიზიტის შედეგების ანგარიშ...
culturegovge culturegovge
ქართველ სპეციალისტთა ტაო-კლარჯეთში ვიზიტის შედეგების ანგარიშ...
culturegovge culturegovge
ქართველ სპეციალისტთა ტაო-კლარჯეთში ვიზიტის შედეგების ანგარიშ...
culturegovge culturegovge
ქართველ სპეციალისტთა ტაო-კლარჯეთში ვიზიტის შედეგების ანგარიშ...
culturegovge culturegovge
პირველი ისტორიული სამუშაო შეხვედრა ტაო-კლარჯეთში
culturegovge culturegovge
პირველი სამუშაო შეხვედრა ტაო-კლარჯეთში
culturegovge culturegovge