ქართველ სპეციალისტთა ტაო-კლარჯეთში ვიზიტის შედეგების ანგარიში

08/29/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, იშხანთან დაკავშირებით სამუშაო ვიზიტის ანგარიში შედგა. კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ აღნიშნა, რომ იშხნის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციისთვის ქართველი და თურქი სპეცილისტების თანამშრომლობა ახალ ფაზაში შედის.
თურქი სპეციალისტები სახელმწიფოთა შორის ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმების აუცილებლობაზე კვლავ საუბრობენ, თუმცა დოკუმენტის გაფორმებამდე, ძეგლთა დაცვის სფეროში არსებული კოლეგიალობის გათვალისწინებით, მზად არიან მიიღონ და გაითვალისწინონ ქართული მხარის რეკომენდაციები.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ქართველ სპეციალისტებთან ერთად, ტაო-კლარჯეთიდან გუშინ გვიან ღამით დაბრუნდა. მერაბ ბოჭოიძე ერზურუმის ვილაიეთის ხელმძღვანელების გარდა, ადგილზე შეხვდა იშხნის სამონასტრო კომპლექსის საპროექტო ჯგუფის ავტორებს - კომპანია ამფორა მიმარლიკის არქიტექტორ-რესტავრატორებს.
ამ დროისთვის ტაძრის დასავლეთ მკლავზე გადაყვანილია საბჯენი თაღები, ცილინდრული კამარა და მოწყობილია გადახურვის კონსტრუქცია.
ქართველმა სპეციალისტებმა უკანასკნელ თვეებში ძეგლზე განხორციელებულ სამუშაოებზე თურქულ მხარეს საკუთარი რეკომენდაციები გააცნეს და ერთობლივად იმსჯელეს ტაძრის აღმოსავლეთ მკლავის გადახურვის კონსტრუქციული მოწყობის დაგეგმილ და საკმაოდ რთულ ეტაპზე.
29 აგვისტოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა მერაბ ბოჭოიძემ გამართეს პრესკონფერენცია, სადაც წარმოდგენილი იყო ქართველ სპეციალისტთა მეოთხე ვიზიტის ზევით აღნიშნული შედეგები ტაო-კლარჯეთში.
პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდნენ ხელოვნებათმცოდნე, ტაო-კლარჯეთის ძეგლების მკვლევარი ირინა გივიაშვილი და დელეგაციის წევრები ნიკო ზაზუნიშვილი და ზურაბ ჯიბლაძე.


http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან