ქართველ სპეციალისტთა ვიზიტის შედეგები ტაო-კლარჯეთში

07/22/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

ქართველ სპეციალისტთა მესამე ოფიციალური ვიზიტი ისტორიულ ტაო-კლარჯეთში წარმატაბით დასრულდა. ვიზიტს წინ უძღოდა ხანგრძლივი მოსამზადებელი სამუშაოები; შედგა ორი ქვეყნის, თურქეთისა და საქართველოს კულტურის მინისტრების სატელეფონო საუბარი, კულტურის მინისტრების მოადგილეების შეხვედრა, ასევე სპეციალისტთა სამუშაო შეხვედრები ძეგლებზე რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.
ამ ეტაპზე, შეიძლება ითქვას, რომ ქართველ ექსპერტთა პირველი და მეორე სამუშაო შეხვედრის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები თურქეთის მხარის მიერ დიდწილად უკვე გათვალისწინებულია. მაგალითად, დამუშავებულია ძეგლის საინჟინრო-კონსტრუქციული გაძლიერების პროექტი, რომელიც აქამდე არ არსებობდა. ასევე თურქი სპეციალისტების მიერ გაძლიერდა იატაკის დამცავი ფენა ინერტული მასის დამატებითი ფენებით. აღსანიშნავია ისიც, რომ სამუშაოები იშხანში აღარ ხორციელდება პროფესიონალი არქეოლოგების ზედამხედველობის გარეშე.
2013 წლის 18-19 ივლისის ვიზიტისას ქართველი სპეციალისტები ადგილზე კიდევ ერთხელ გაეცნენ ძეგლზე არსებულ ვითარებას. თურქ კოლეგებს გააცნეს მეთოდური და ტექნიკური ტიპის მითითებები და რეკომენდაციები, რომლებიც მოგვიანებით ოფიციალური სახით გადაეგზავნება თურქეთის მხარეს.
ვიზიტის შედეგად შედგა შეთანხმება, რომ იშხნის დასავლეთ მკლავის ჩრდილოეთის მინაშენზე განხორციელდება ახლადაღდგენილი საპირე წყობის სათანადო დამუშავება, რაც არსებულ მდგომარეობას გარკვეულწილად გამოასწორებს.
ასევე ქართული მხარის რეკომენდაციის შედეგად, იშხანში მომუშავე სამშენებლო კომპანიამ, თხოვნით მიმართა შესაბამის სამსახურს სტამბოლში, რათა იშხანში მივლინებულ იქნას კედლის მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტი.
აღსანიშნავია, რომ ასევე ქართული მხარის რეკომენდაციის შედეგად, პროექტის შესრულების ვადა გახანგრძლივდა, რაც იშხნის უკეთესი რესტავრაციის შესაძლებლობას იძლევა.

http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან