პირველი ისტორიული სამუშაო შეხვედრა ტაო-კლარჯეთში

04/17/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის მარინე მიზანდარისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მერაბ ბოჭოიძის ანკარაში საგანგებო ვიზიტის შედეგად, ქართველი და თურქი სპეცილისტები პირველ სამუშაო შეხვედრას გამართავენ იშხნის სამონასტრო კომპლექსში და მდგომარეობას ადგილზე უშუალოდ გაეცნობიან.
თურქეთ-საქართველოს სიძველეთა დაცვის სფეროს ქართველი და თურქი სპეციალისტები ორი ქვეყნის ინსტიტუციონალური თანამშრომლობის ფარგლებში, პირველად იმსჯელობენ სიძველეების გადარჩენის ერთობლივ მეთოდოლოგიაზე და თანამშრომლობის ახალ ეტაპს განსაზღვრავენ.

ადგილზე მდგომარეობას დააკვირდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე, ისტორიკოსი პაატა გაფრინდაშვილი და ძეგლთა ატრიბუციის სამსახურის უფროსი, ხელოვნებათმცოდნე გიორგი გაგოშიძე, რომლებიც ორი წელია თურქეთის ტერიტორიაზე იშხნისა და ოშკის ინტენსიურ მონიტორინგს ახორციელებენ.
ქართველ სპეცილისტთა სამუშაო ჯგუფს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან, ტაო-კლარჯეთის ძეგლების მკვლევარი ირინა გივიაშვილი დუბლინიდან შეუერთდება, რომლის დახმარებით თურქეთში არსებული ქართული ძეგლების მდგომარეობა ჯერ კიდევ გასულ წლებში მოექცა ძეგლთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების ცენტრში. ქართულ დელეგაციაში ასევე ჩართულია საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის წარმომადგენელი კედლის მხატვრობის რესტავრატორი მერაბ ბუჩუკური.


http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან