საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის ორწლიანი ანგარიში

21.02.2019 02:56

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა საკუთარი ინიციატივით სამეურვეო საბჭოს მუშაობის ორწლიანი ანგარიში წარუდგინა. პრეზენტაცია 2017 წლიდან დღემდე გაწეულ სამუშაოს, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებს მოიცავდა. ანგარიშის თანახმად, მაუწყებლის ბადეში ადგილობრივი წარმოების 30 გადაცემა გადის. ეთერში ორიგინალური პროდუქტების განთავსების მოცულობა ორჯერ არის გაზრდილი. თუ ეს მაჩვენებელი 2017 წლისთვის დღეში 6-ნახევარ საათს შეადგენდა, მისი მოცულობა ახლა 12 საათს უტოლდება. ანგარიშის მიხედვით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი არხის რეიტინგიც. საშუალო წუთობრივი ზრდა 11 პროცენტს შეადგენს. 23 პროცენტით არის გაზრდილი რეგიონული აუდიტორიის წილი. ანგარიში ტექნიკური გადაიარაღების, ავტოპარკის განახლებისა და მაუწყებლის ახალი შენობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოიცავს. გარდა ამისა, აღინიშნა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების შემდგომ, მაუწყებელს მიეცა ერთ-ერთი მთავარი ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა, რაც ეთერში გარეწარმოების პროდუქტის განთავსებას გულისხმობს. 2017 წელს მაუწყებლის ეთერში შიდა წარმოების გადაცემები გადიოდა, ახლა კი საეთერო ბადეში განთავსებული პროდუქციის 18- პროცენტამდე უკვე გარეწარმოებაზე მოდის. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

საქართველოს პირველმა არხმა ახალი შენობის მშენებლობის ტენდერი გამოაცხადა
03:15

საქართველოს პირველმა არხმა ახალი შენობის მშენებლობის ტენდერი...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის შეხვედრა მესამე სექტორთან

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის შეხვედრა მესამე სექტორ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

\"დილის მოამბე\" ნინო ვარდოსანიძესთან ერთად
16:47

"დილის მოამბე" ნინო ვარდოსანიძესთან ერთად

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის მიერ წარმოდგენილი რეფორმის გეგმა
02:12

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის მიერ წარმოდგენილ...

Open Society Foundation

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველადი პროფკავშირი მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის მიერ წარმოდგენილ
02:11

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველადი პროფკავშირი მაუწყებლის ა...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების სამთვიანი დევნის ქრონიკა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების სამთვიანი დევ...

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

#მოამბე 21 საათზე, 22 დეკემბერი, 2023 #LIVE
01:28:30

#მოამბე 21 საათზე, 22 დეკემბერი, 2023 #LIVE

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საპროტესტო აქცია მაუწყებელთან
01:33

საპროტესტო აქცია მაუწყებელთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო