საქართველოს პირველმა არხმა ახალი შენობის მშენებლობის ტენდერი გამოაცხადა

09.06.2020 03:15

ახალი შენობა პოლიტკოვსკაიას 31 ნომერში იქნება განთავსებული. მშენებლობის ნებართვა პირველმა არხმა ორწლიანი სამუშაოების ჩატარების შედეგად დედაქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურისგან 28 მაისს მიიღო. ტენდერში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო პირობების გაცნობა შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შეუძლიათ. მშენებლობის ზედამხედველობისთვის პირველმა არხმა, ასევე ტენდერის მეშვეობით დაიქირავა საერთაშორისო პროექტების მართვის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, რეგიონში ლიდერი კომპანია „სიემსი“,  რომელიც აქტიურად იქნება ჩართული პროექტის მართვაში. ვინაიდან კოსტავას ქუჩაზე მდებარე შენობა არის ავარიული, მოქმედმა მენეჯმენტმა და არხის სამეურვეო საბჭომ 2017 წელს მიმართეს ეკონომიკის სამინისტროს. სამინისტროს გადაწყვეტილებით არხს მფლობელობაში გადაეცა ორი ჰექტარი მიწის ფართობი პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე. 2017 წელს საქართველოს პირველი არხის მენეჯმენტმა გამოაცხადა კონკურსი და ახალი შენობის დიზაინისა და ვიზუალის შერჩევა საზოგადოებას შესთავაზა. საპროექტო წინადადება ფეისბუქ-კენჭისყრით შეირჩა. გაიმარჯვა კომპანია „თბილქალაქპროექტმა“. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

საქართველოს პირველმა არხმა ახალი შენობის მშენებლობის ტენდერი გამოაცხადა
00:18

საქართველოს პირველმა არხმა ახალი შენობის მშენებლობის ტენდერი...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა აუქციონზე გადის

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა აუქციონზე გადის

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველოს პირველი არხის სტრატეგია
02:37

საქართველოს პირველი არხის სტრატეგია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პირველი არხის საჩუქარი მოლდოვის საზოგადოებრივ მაუწყებელს
01:50

პირველი არხის საჩუქარი მოლდოვის საზოგადოებრივ მაუწყებელს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველოს პირველი არხის საჩუქარი მოლდოვის საზოგადოებრივ მაუწყებელს
01:54

საქართველოს პირველი არხის საჩუქარი მოლდოვის საზოგადოებრივ მა...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პირველი არხის პროექტი
01:15

პირველი არხის პროექტი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პირველი არხის ახალი შენობა
00:18

პირველი არხის ახალი შენობა

ზაზა სალაღიშვილი

„საქართველო 360“ - პირველი არხის ახალი პროექტი
02:18

„საქართველო 360“ - პირველი არხის ახალი პროექტი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო