საქართველოს პირველი არხის სტრატეგია
სლოგანით „ჩვენთვის, თითოეულისთვის“ - საქართველოს პირველმა არხმა მაუწყებლის მუშაობის მომდევნო წლების სტრატეგიისა და პრიორიტეტების დოკუმენტი წარადგინა, სადაც წარმოდგენილია არხის როგორც ინსტიტუციის როლი, ღირებულებები და ფუნქცია. როგორც ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრი ტელევიზიის - საქართველოს პირველი არხის მიზანია, საზოგადოებრივი მედიის ევროპული მოდელის სტანდარტებისა და გამოცდილების გათვალისწინებით, უზრუნველყოს ყოვლისმომცველი, უსაფრთხო კონტენტის წარმოება, რომელიც თითოეული მოქალაქისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მთავარ ღირებულებად მაუწყებელი ირჩევს მაღალი ჟურნალისტური სტანდარტების დანერგვას და თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გათვალისწინებით, მედიაინდუსტრიის ხელშეწყობას. თავისი საქმიანობისას საქართველოს პირველი არხის გუნდი უკომპრომისოდ იცავს სანდოობისა და დამოუკიდებლობის ხარისხს და საზოგადოებას საშუალებას აძლევს, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ინფორმირებული არჩევანი, შფოთვისა და ისტერიის გარეშე გააკეთოს. მაუწყებლის პრიორიტეტია ყველა პლატფორმაზე კონტენტი ეროვნული ღირებულებების გათვალისწინებით შექმნას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, ქართული ორიგინალური კონტენტის პოპულარიზაცია და გარე წარმოების წახალისებაა. იმ გამოწვევების გარდა, რომელიც საქართველოს პირველ არხს აქვს, მნიშვნელოვანია არხის ტექნიკური და ტექნოლოგიური განვითარება. მომდევნო ეტაპზე მთავარი პრიორიტეტი ახალი შენობის მშენებლობა და სრული ინფრასტრუქტურული განახლებაა, რაც ტელევიზიის ევროპული სტანდარტების უახლესი ტექნიკით აღჭურვასაც გულისხმობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საქართველოს პირველი არხის სტრატეგიის პრეზენტაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის გეგმები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯანდაცვის მინისტრის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატო-ს მინისტერიალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 13 თებერვალი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 23 დეკემბერი, 2020 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მწვავე ეპიდვითარება და შეზღუდვები / პირველ სამუშაო დღეს ოპოზ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster