შოთა რეხვიაშვილი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აიცრა

31.08.2021 00:58

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, ქალაქ რუსთავში, მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში, კორონა-ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აიცრა და მოსახლეობას პროცესში აქტიური ჩართულობისკენ, კიდევ ერთხელ, მოუწოდა. ქალაქის მასშტაბით, ამ ეტაპზე, ვაქცინაცია 5 სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს, სადაც, დღის განმავლობაში, 600-მდე აცრის გაკეთებაა შესაძლებელი. აღნიშნულ სივრცეებს უახლოეს დღეებში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ორგანიზებით, N4 საჯარო სკოლის ბაზაზე, ახალი ამცრელი პუნქტი დაემატება, რომელიც, დღიურად, 450-მდე ადამიანს მოემსახურება. რაც შეეხება ქვემო ქართლის რეგიონს - მასობრივი ვაქცინაცია ყველა არსებულ ლოკაციაზე შეუფერხებლად მიმდინარეობს. აცრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით „სინოფარმი“, „სინოვაკი“, „ასტრაზენეკა” და ,,ფაიზერით“ კეთდება. რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ელექტრონული პორტალის - https://booking.moh.gov.ge მეშვეობით, ასევე, პირდაპირი ვიზიტის დროსაც. გარდა ამისა, ადგილის დასაჯავშნად, მოქმედებს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის სპეციალური ნომერი - 144-3.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შოთა რეხვიაშვილი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აიცრა
00:39

შოთა რეხვიაშვილი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აიც...

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

ქვემო ქართლის  გუბერნატორი  მარნეულის მოსახლეობას ხვდება
03:43

ქვემო ქართლის გუბერნატორი მარნეულის მოსახლეობას ხვდება

Municipality of Marneuli

შოთა რეხვიაშვილი ევროკავშირის პროექტების შემაჯამებელ შეხვედრაზე
02:02

შოთა რეხვიაშვილი ევროკავშირის პროექტების შემაჯამებელ შეხვედრ...

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

შოთა რეხვიაშვილი რუსთავის დღის ცენტრში ღონისძიებას დაესწრო
01:45

შოთა რეხვიაშვილი რუსთავის დღის ცენტრში ღონისძიებას დაესწრო

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

შოთა რეხვიაშვილი რუსთავქალაქობის დასკვნით ღონისძიებაზე
02:05

შოთა რეხვიაშვილი რუსთავქალაქობის დასკვნით ღონისძიებაზე

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

შოთა რეხვიაშვილი გარდაბანში ქართულ საინვესტიციო პროექტს გაეცნო
02:15

შოთა რეხვიაშვილი გარდაბანში ქართულ საინვესტიციო პროექტს გაეც...

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

შოთა რეხვიაშვილი ალილოს გარდაბნის მუნიციპალიტეტში შეუერთდა
02:00

შოთა რეხვიაშვილი ალილოს გარდაბნის მუნიციპალიტეტში შეუერთდა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

შოთა რეხვიაშვილი მდინარე დებედას ნაპირსამაგრ სამუშაოებს გაეცნო
01:18

შოთა რეხვიაშვილი მდინარე დებედას ნაპირსამაგრ სამუშაოებს გაეც...

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

ყველა ვიდეო