პრემიერი ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, საჰაერო ძალების ფელდმარშალს, სტიუარტ ფიჩს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, კოვიდპანდემიის მიუხედავად, 2021 წელს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს განახლებულ არსებით პაკეტს, რომელიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობაში ახალ შესაძლებლობებს ქმნის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და ამ პროცესში ნატო-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. ამასთან, საუბარი შეეხო ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის საკითხსაც - ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველოსთვის, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის წევრისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია, ავღანეთი აღარასოდეს გახდეს ტერორისტების თავშესაფარი და ქართული სახელმწიფო ამაყობს საკუთარი წვლილით ამ მიზნის მიღწევაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ნატო-საქართველოს სამეთაურო-საშტაბო სწავლება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრები ჩიკაგოს სამიტამდე
EUNATO GovGe
„ფეიკნიუსები” და პრემიერის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატო-საქართველოს სწავლება 2019 აქტიურ ფაზაშია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჩიკაგოს სამიტის წინ
EUNATO GovGe
ნატო-ს დაარსების 72 წელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბრიტანეთი აღმოსავლეთ ევროპაში ჯარისკაცებს გაგზავნის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველო ჰუმანიტარულ მისიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster