საქართველო ჰუმანიტარულ მისიაში
ავღანეთიდან პარტნიორების მიერ ევაკუირებული მგზავრების გადაყვანის პროცესში საქართველო აქტიურ მონაწილეობას განაგრძობს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და აეროპორტთან არსებული თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზაზე, ჩამოყალიბებულია რეგიონული სატრანზიტო ჰაბი. მის მართვაში ქართველი, ნორვეგიელი, შვედი, ფინელი და ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი მონაწილეობს. ტერიტორიაზე მოეწყო კარვები და სამედიცინო პუნქტები, სადაც ავღანეთიდან სხვა ქვეყნებში ტრანზიტით მიმავალ მგზავრებს პირველად სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ. თბილისის აეროპორტში განლაგდა ნატო-ს სამხედრო-სატრანსპორტო გადაზიდვების ორგანიზაციის თვითმფრინავები. ქაბულის მიმართულებით ფრენა ყოველდღე სრულდება. ხოლო, ქაბულიდან უკვე თბილისის აეროპორტის გავლით პარტნიორების მიერ ორგანიზებული ჩარტერული რეისებით ევაკუირებული მგზავრები სხვადასხვა ქვეყანაში გადაჰყავთ. ასევე, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ავღანეთში საქართველოდან სასმელი წყალი გაიგზავნა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საქართველოს ჰუმანიტარული მისია ავღანეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს მხარდაჭერა უკრაინას
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თეო ფირანიშვილი ახალგორში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
საქართველოს მხარდაჭერა უკრაინას
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არაღიარებული საზღვარი - ტელეხიდი თბილისი/ცხინვალი - ტრეილერი...
Studio Re - სტუდია რე
თესაუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანობის კანდიდ...
ტელეკომპანია თანამგზავრი
შორენა ლაზვიაშვილს ფილოლოგიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა
ტელეკომპანია თანამგზავრი