შორენა ლაზვიაშვილს ფილოლოგიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა

24.06.2014 01:32

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დისერტაციის დაცვა გაიმართა. ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, დოქტორანტმა, შორენა ლაზვიაშვილმა, სადისერტაციო საბჭოს ნაშრომი „დრო-კილოთა ფორმობრივი და ფუნქციური მიმართებანი ქართულ და ინგლისურ ენებში"- წარუდგინა. ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელები პროფესორები: ნუნუ გელდიაშვილი და მანანა ღარიბაშვილი არიან. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭომ ლაზვიაშვილს ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიანიჭა. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1mn5TTY

გაზიარება: