ნატო-ს დაარსების 72 წელი
დღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დაარსებიდან 72-ე წელს აღნიშნავს. პოლიტიკური და სამხედრო გაერთიანება, რომელიც დღეისათვის უკვე 30 წევრს ითვლის, 1949 წლის 4 აპრილს ვაშინგტონში დაარსდა. მის მთავარ მიზანს კი, ალიანსის წევრი ქვეყნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს. მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, ნატო მის თავდაცვის პოტენციალს არსებული საფრთხეების წინააღმდეგ მიმართავს და აქტიურად მონაწილეობს კრიზისების მართვის ოპერაციებში. ალიანსს ჰყავს გლობალური პარტნიორები და „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ პროექტის ფარგლებში პარტნიორი ქვეყნები, რომელთა შორის მოაზრება საქართველოც. თარიღს საქართველოს პრემიერი ეხმაურება: „ღრმად გვწამს, რომ შავი ზღვისპირეთის მიმართულებით ნატო-ს გაფართოება აუცილებელი პირობაა ევროპული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის, რომ ნატო-საც ისევე სჭირდება საქართველო, როგორც ჩვენ გვჭირდება იგი, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქზე“ წერს. „ნატო-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვა – საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი – ფართო საზოგადოებრივ და პოლიტიკურ კონსენსუსს ეფუძნება, რაც კონსტიტუციაშიც არის ასახული. ალიანსთან თანამშრომლობით საქართველომ უდიდეს პროგრესს მიაღწია დემოკრატიის განვითარებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის სრულყოფის მიმართულებებით. ჩვენ მზად ვართ სრულად გავიზიაროთ კოლექტიური თავდაცვის პასუხისმგებლობა“– აცხადებს პრემიერ-მინისტრი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ნატო-ს მორიგი მხარდაჭერა საქართველოს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის იუბილე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატოს 70 წლის იუბილე ვაშინგტონში და საქართველო
ამერიკის ხმა
ვერშბოუ: ხელისუფლება ზურგს აქცევს დასავლეთს, საქართველოს უსა...
ამერიკის ხმა
ვინ არის მარკ რუტე - ნატოს ახალი გენერალური მდივანი
ამერიკის ხმა
რა მოლოდინებია ნატოს ვაშინგტონი სამიტის წინ?
ამერიკის ხმა
სადაა საქართველო ბუქარესტის სამიტიდან 16 წლის შემდეგ?
ამერიკის ხმა
აშშ-ის სახელმწიფო და ნატოს გენერალური მდივნების ყოფილი მოადგ...
ამერიკის ხმა