გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის იუბილე
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიას დაარსებიდან 19 წელი შეუსრულდა. გმირი ქართველი სამხედროს სახელობის სერჟანტთა აკადემიის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალს ანწუხელიძის ოჯახის წევრებიც დაესწრნენ. ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე მისმა შვილებმა გიორგი ანწუხელიძის კუთხე გახსნეს. ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ, სერჟანტებს, აკადემიის დაარსების დღე მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. გაწეული სამსახურისთვის სამხედრო მოსამსახურეები დაჯილდოვდნენ მედლით „გიორგი ანწუხელიძე“. სერჟანტთა აკადემიის მეთაურმა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აკადემიის ტერიტორიაზე არსებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წლის 25 მარტს, გერმანული მხარის დახმარებით დაარსდა. ადგილზე ნატო-ს სტანდარტებთან მიახლოებული პროგრამით ათეულისა და ოცეულის სერჟანტებს ამზადებენ. 2013 წლის 15 ნოემბერს სერჟანტთა მომზადების სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა და სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბდა. 2018 წლის 25 მარტს ცენტრს სერჟანტთა აკადემიის სტატუსი მიენიჭა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის იუბილე
თავდაცვის სამინისტრო
სერჟანტთა აკადემია 20 წლისაა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დღეს გიორგი ანწუხელიძეს 37 წელი შეუსრულდებოდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი ანწუხელიძე 37 წლის გახდებოდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯარის ბანაკი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თავდაცვის მინისტრმა სერჟანტებს სამეთაურო-საშტაბო კურსის დასრ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიას დაარსებიდან...
Rioni.TV
სამხედრო მომზადების კურსი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster