„თიბისი ბანკმა“ ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა


„თიბისი ბანკმა“ ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული ჯარიმა, მილიონ 100 ათასი ლარი, 12 მარტს გადაიხადა. ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ წლიურ ანგარიშშია საუბარი. „დავრწმუნდით, რომ ჯარიმა სწორად იყო დარიცხული და შევთანხმდით მის გადახდაზე, რაც 12 მარტს განხორციელდა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

წლიური ანგარიშის მიხედვით, 2008 წლის ტრანზაქციების შესწავლის შედეგი ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის 19 ნოემბერს გამოაქვეყნა და დაადგინა, რომ ისინი ინტერესთა კონფლიქტის ნორმებს ეწინააღმდეგებოდა. „თიბისი ბანკის“ ცნობით, ამის შემდეგ რიგი ნაბიჯები გადაიდგა საანგარიშო წლების დოკუმენტაციის შესწავლისთვის.

„თიბისი ბანკის“ წლიური ანგარიშის ნაწილია მამუკა ხაზარაძის ოფიციალური მიმართვა, რომელიც 2 აპრილითაა დათარიღებული. აღსანიშნავია, რომ სწორედ გუშინ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭო უკვე ოფიციალურად დატოვეს.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან