საერთაშორისო სავაჭრო პალატის განცხადება


საერთაშორისო სავაჭრო პალატა „თიბისი ბანკსა“ და მის დამფუძნებლებზე განხორციელებულ თავდასხმებს გმობს, - ამის შესახებ საერთაშორისო სავაჭრო პალატის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მედიას პალატის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ კაჭკაჭიშვილმა გააცნო.

პალატა აღნიშნულში მთავრობას ადანაშაულებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კი გადადგომისკენ მოუწოდებს.

ეროვნული ბანკის მიერ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სამეთვალყურეო საბჭოს მუშაობიდან ჩამოცილების მოთხოვნას საბანკო ასოციაციაში ეხმაურებიან. ასოციაციის პრეზიდენტი, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაში რაიმე სახის დარღვევას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ სებ-ის მოთხოვნით „თიბისი ბანკი“ არ ზარალდება.

„თიბისის“ გარშემო პოლიტიკურ სპეკულაციებს დაუშვებელს უწოდებს ბიზნესომბუდსმენი. ირაკლი ლექვინაძე მზად არის, „თიბისის“ წარმომადგენლებს შეხვდეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან