ბიძინა ივანიშვილი: თიბისი ბანკმა და საქართველოს ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა

17.01.2019 04:01

ბიძინა ივანიშვილი: თიბისი ბანკმა და საქართველოს ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა და ხალხი ბანკის ვალებიდან ვეღარ ამოდის სწორედ ჭარბვალიანობას ეხებოდა ერთ-ერთი ძირითადი და მძიმე შეკითხვა, რომელიც მე პირადად გიორგი კვირიკაშვილთან მქონდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 2018 წლის 25 ივლისს პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილი თავადაც იცავდა იმ პოზიციას, რომ ბანკებთან დაკავშირებით რეგულაციები უფრო ადრეც უნდა შემოღებულიყო. „რახან ჭარბვალიანობა ახსენეთ, ვერ ავუვლი გვერდს და შევახსენებ ჩვენს ტელემაყურებელს, რომ ერთ-ერთი ძირითადი მძიმე შეკითხვა, რაც მქონდა კვირიკაშვილთან მე პირადად, ამ შეხვედრის დროს და შეიძლება ძირითადიცდავარქვათ მას, სწორედ ჭარბვალიანობას ეხებოდა. ეს არ იყო შეცდომა, მე მას ჩავუთვალე ეს გადაცდომად და თვითონაც იცავდა ამ პოზიციას, რომ უფრო ადრე უნდა შემოღებულიყო რეგულაციები ბანკებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. როგორც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, იუნისეფ-ის კვლევის შედეგები მისთვის ტრაგიკული იყო და ამ შედეგებში ჭარბვალიანობასლომის წილი ჰქონდა. „ჩვენ იუნისეფ-ის კვლევის შედეგები ვნახეთ, რაც ჩემთვის იყო, პირდაპირ ვიტყვი, ტრაგიკული. ახლა აღარ მინდა დავამძიმო ჩემი მდგომარეობა და ტელემაყურებელსაც მოვუყვე, ძალიან მძიმედ ვიყავი რამდენიმე დღე, როდესაც ვნახე, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ შემდგომ სიღარიბის ზღვარი გაუუარესდა და უარესი შედეგი მივიღეთ. ამაში ლომის წილი ჰქონდა სწორედ ჭარბვალიანობას. ხალხი იღებდა სესხს და არ იცოდა, როგორ მომსახურებოდა მას. ეს იყო ის, რასაც ორ წელიწადნახევრის განმავლობაში, რაც პრემიერ-მინისტრი გახლდათ გიორგი კვირიკაშვილი, თვე არ გავიდოდა, რომ მისთვის არ შემეხსენებინა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. როგორც მან აღნიშნა, ძალიან ხშირად ახსენებდა ამ თემას ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ეუბნებოდა, რომ „ორმა ბანკმა ქვეყანა გადაჭამა და ხალხი ვალებიდან ვეღარ ამოდის“. „ეს იყო ძირითადი საკითხი, რაშიც შეიძლება ვთქვათ, რომ მე ყოფილ პრემიერ-მინისტრს ხშირად ვახსენებდი, რომ ბანკებმა გადაჭამეს, ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა, ხალხი ბანკის ვალებიდან ვეღარ ამოდის და ეს არის არანორმალური“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ❤ Channel GeorgiaTV    / @georgiatv758   #georgia2018 #tbilisi2018 #georgiatbilisi #georgiansong #georgianmusic #georgiandance #georgiatourism #georgiatravel #georgiabestplaces #georgiahistory #georgiaculture #georgiakavkaz #georgiaamerica #georgiawine #amberwine

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ივანიშვილი: თიბისი ბანკა ჯარიმა გადაიხადა და აქ კითხვები აღარ არის
09:46

ივანიშვილი: თიბისი ბანკა ჯარიმა გადაიხადა და აქ კითხვები აღა...

TV IMEDI

მამუკა ხაზარაძის ბრალდება
10:18

მამუკა ხაზარაძის ბრალდება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ბიძინა ივანიშვილი ფულს იხდის ჩვენ გაშავებაში! - მამუკა ხაზარაძის სიტყვა სასამართლოზე
21:46

ბიძინა ივანიშვილი ფულს იხდის ჩვენ გაშავებაში! - მამუკა ხაზარ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ბიძინა ივანიშვილი არის პროთავისი, ვერ გაიპარება უკანა კარიდან - გახარია
15:36

ბიძინა ივანიშვილი არის პროთავისი, ვერ გაიპარება უკანა კარიდა...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ბიძინა ივანიშვილი თუთიყუშებს აჭმევს - ვიდეო სოციალურ ქსელში ცოტნე ივანიშვიმა გაავრცელა
00:08

ბიძინა ივანიშვილი თუთიყუშებს აჭმევს - ვიდეო სოციალურ ქსელში...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

დასანქცირდეს  ბიძინა ივანიშვილი, გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი - ევროპარლამენტის რეზოლუცია
04:02

დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ჩვენს გმირებს ბიძინა ივანიშვილი იპუტინთან ერთად უპირისპირდება-, არ გაუვათ! - ხოშტარია
01:34

ჩვენს გმირებს ბიძინა ივანიშვილი იპუტინთან ერთად უპირისპირდებ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ
04:03

ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო