ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა - საზეიმო მიღება
26 დეკემბერს, საქართველოს მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში, საზეიმო მიღება გაიმართა, რომელიც ქართული ანბანის მსოფლიოს არამატერიალური კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადებას მიეძღვნა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე და თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე დაესწრნენ. ღონისძიების მასპინძელი იყო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, მხარდამჭერები - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თიბისი ბანკი. ღონისძიებაზე წიგნის „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ პრეზენტაცია გაიმართა, სადაც შეტანილია ქართული ანბანის ისტორია მისი სათავეებიდან დღემდე. წიგნი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ, თიბისი ბანკის დაფინანსებით გამოიცა. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო ქართული არამატერიალური მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სამივე ელემენტი: ქვევრის ღვინო, ქართულ მრავალხმიანობა და ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა. თიბისი ბანკი პროექტში #წერექართულად ინიციატივის ეგიდით მონაწილეობს. #წერექართულად ქართული ანბანის პოპულარიზაციისათვის შექმნილი პროექტია, რომელიც თიბისი ბანკმა გასულ წელს დაიწყო და მისი მიზანი ქართული ანბანის გაცოცხლება, მისი პოპულარიზება, ციფრულ სამყაროში გადატანა და გამდიდრებაა. ქართული ანბანის მსოფლიო მემკვიდრეობად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება 30 ნოემბერს, ეთიოპიის დედაქალაქ ადის აბებაში UNESCO-ს არამატერიალური მემკვიდრეობის მთავრობათაშორისმა კომიტეტმა მე-11 სესიაზე მიიღო. შედეგად, ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა შეტანილი იქნა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში. http://culture.gov.ge/
მსგავსი ვიდეოები
ქართულ ანბანს იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკ...
culturegovge culturegovge
ესტონეთში გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კუ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქართული დამწერლობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
culturegovge culturegovge
ქართულ ანბანი და გრაკლიანი გორა-ეროვნული კატეგორიის ძეგლი
culturegovge culturegovge
#ახალიდღე ქართული ანბანის სამი სახეობის შრიფტის წარდგენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი ქართული შრიფტები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქართული ხელნაწერების საფუძველზე ანბანის სამი სახეობის შრიფტი...
ჯეპრა • Gepra
„ქართული ანბანის სამი სახეობა“, „იმედი“, 08.12.2016
National Archives of Georgia