ქართულ ანბანს იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა
„ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ UNESCO - ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაშია. გადაწყვეტილება 30 ნოემბერს, ეთიოპიის დედაქალაქ ადის აბებაში UNESCO-ს არამატერიალური მემკვიდრეობის მთავრობათაშორისმა კომიტეტმა მე-11 სესიაზე მიიღო. აღნიშნული ნომინაცია საქართველოს მთავრობისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობით მომზადდა, ხოლო ნომინაციის მხარდაჭერა საერთაშორისო დონეზე უზრუნველყო საგარეო საქმეთა სამინისტრომ. 2015 წლის 19 მარტს, „უძველესი ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას“ არამატერიალური მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ქართული ანბანი UNESCO - ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში მესამე ნომინაციაა. აქამდე ეს სტატუსი ქართულ ფოლკლორსა და ქვევრის ღვინის დაყენების მეთოდს ჰქონდა. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენცია იუნესკომ 2003 წელს მიიღო. არამატერიალური საგანძურის სიაში შედის: ხალხში გავრცელებული ზეპირი გადმოცემები, ტრადიციული მუსიკა, ცეკვა, ინსტრუმენტები, საგნები, არტეფაქტები, რიტუალები, ფესტივალები, ხალხური რეწვა, ადათ-ჩვევები, კულტურული სივრცეები და სხვა. http://culture.gov.ge/
მსგავსი ვიდეოები
ქართული დამწერლობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
culturegovge culturegovge
ქართული ანბანი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
ქართული ანბანი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
40 საინტერესო ფაქტი - საქართველო (ნაწილი V)
ისტორია - საინტერესო ფაქტები
ქართული ანბანი კულტურული მემკვიდრეობის მსოფლიო ნუსხაში
Music Box
იუნესკომ ქართული დამწერლობა მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობად...
DavidTsin
იუნესკომ ქართული დამწერლობა მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობად...
David Tsin
Georgian Cultural Entrepreneurship - HodaGeorgia Startup
American Corner Batumi