საქართველოს დაცული ტერიტორიების საერთაშორისო აღიარება


კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება. მტირალას და კოლხეთის პარკები, კინტრიშის და ქობულეთის დაცული ტერიტორიები: ჩვენი ქვეყნის ოთხი ნაკრძალი იუნესკო-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაშია. ამ სტატუსის მინიჭება ქვეყნისთვის პრეცედენტულია. ჩამონათვალში საქართველოს ოთხი ნაკრძალი მსოფლიოს 200-ზე მეტ უნიკალურ ძეგლს შორის იქნება.

ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში უნიკალური ბიომრავალფეროვნებით და ეკოსისტემით გამორჩეული ტერიტორიების შეტანა საერთაშორისო დონეზე ქვეყნის ცნობადობის გაზრდასთან ერთად, ეკოტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს, რისთვისაც ადგილზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაა საჭირო. ოთხი დაცული ტერიტორია ნომინაციაზე 2019 წელს წარადგინეს. ქვეყანა საერთაშორისო მემკვიდრეობის კომიტეტისგან გადაწყვეტილებას ორი წელი ელოდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან