საქართველოს ეროვნულ პარკებს მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია
პირველად დაცული ტერიტორიების სააგენტოს ისტორიაში, საქართველოს ეროვნულ პარკებს მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 18 პროცენტით არის გაზრდილი. ვიზიტორებს შორის 53% ქართველია, ხოლო 47 პროცენტი უცხოელი. 2018 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის კანიონს, ყაზბეგის ეროვნულ პარკს, თბილისის ეროვნულ პარკს და ოკაცეს კანიონს. საერთაშორისო ვიზიტორებიდან დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი გერმანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან სტუმრობს. გასული წლის განმავლობაში ეკოტურისტული სერვისებიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა რეკორდული თანხა - 8 417 991 ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 87%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამ ეტაპზე საქართველოს ეროვნულ პარკებში ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. წელს ვიზიტორებისთვის კიდევ ერთი ახალი ეკოტურისტული მიმართულება - ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლი გაიხსნება, სადაც ეკოტურისტული ბილიკი და ინფრასტრუქტურა მოეწყო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საქართველოს ეროვნულ პარკებს რეკორდული რაოდენობის – 1 130 462...
TV 25
კავკასიის ბუნების დაცვის ფონდი საქართველოს ეროვნულ პარკებს მ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
15 ივნისიდან საქართველოს დაცული ტერიტორიები ვიზიტორებისთვის...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვაშინგტონი დღეს, 10 დეკემბერი, 2017
ამერიკის ხმა
საქართველოს ეროვნული პარკები: სათაფლია, პრომეთეს მღვიმე, მარ...
TRAVEL With Us
საქართველოს ეროვნული პარკები: ლაგოდეხი, ვაშლოვანი
TRAVEL With Us
იუნესკო-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს რუკა
maps