შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში საცხოვრებელი სახლების ქურდობის ფაქტები გახსნა

06.04.2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ი.ს., ასევე, წარსულში ნასამართლევი, 1980 წელს დაბადებული ლ.ჯ. და 1998 წელს დაბადებული ი.ე. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა, მიმდინარე წლის 29 მარტს, წალენჯიხაში, 3 საცხოვრებელი სახლი გაქურდეს და სხვადასხვა სახის ნივთები მოიპარეს. სამართალდამცველებმა მოპარული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში ამოიღეს. ნივთმტკიცების სახითაა ამოღებული ი.ე.-ს მფლობელობაში არსებული ავტომობილიც, რომლითაც დანაშაულებრივი ჯგუფი გადაადგილდებოდა. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  საბრძოლო მასალის შენახვის ბრალდებით 11 პირი დააკავა
00:51

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საბრძოლო მასალის შენახვის ბრალდ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

9

9

შსს-მ არასრულწლოვნების ვაჭრობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავა
01:27

შსს-მ არასრულწლოვნების ვაჭრობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე...

Maestro Television

პოლიციამ სამეგრელოში უკანონო იარაღი და ნარკოტიკი ამოიღო
00:23

პოლიციამ სამეგრელოში უკანონო იარაღი და ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ხანძრის კერები რეგიონებში
00:38

ხანძრის კერები რეგიონებში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
00:22

სამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამეგრელოს პოლიციამ სენაკში მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი
00:27

სამეგრელოს პოლიციამ სენაკში მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნა -...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამეგრელოს პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დააკავა
00:20

სამეგრელოს პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო