შსს-მ არასრულწლოვნების ვაჭრობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავა

26.04.2019 01:27

არასრულწლოვნებით ვაჭრობის ბრალდებით, უკრაინელი ქალი დააკავეს, რომელმაც საქართველოში 10 მცირეწლოვანი ჩამოიყვანა. განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ბრალდებული რუსეთიდან 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ  ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. ე.წ. საზღვრის გადაკვეთამდე ბრალდებულმა სამეგრელოში დროებითი საცხოვრებელი იქირავა, სადაც ბავშვებთან ერთად რამდენიმე დღეს  გაჩერდა. გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი დაკავებულის შვილია და მის გვარს ატარებს. თუმცა, მცირეწლოვნებიდან 4  2017 წელს არის დაბადებული. სწორედ ამ ფაქტმა გააჩინა ტრეფიკინგის საფუძვლიანი ეჭვი. მოწმეთა გამოკითხით  დადგინდა, რომ ბრალდებული ბავშვებს აგრესიულად ექცეოდა და არასათანადო  პირობებში ამყოფებდა, რის გამოც გაიცა შემაკავებელი ორდერები. მოწმეთა ჩვენებებით ასევე, ირკვევა, რომ დაკავებული შესაძლოა არ არის მცირეწლოვანი ბავშვების დედა. ბავშვებისა და ბრალდებულის ბიოლოგიური  კავშირის დადგენის მიზნით დანიშულია შესაბამისი ექსპერტიზა. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. Facebook: https://bit.ly/2IqEzpx Instagram: https://bre.is/px2j78UIi

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შსს-მ არასრულწლოვნების ვაჭრობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავა
03:39

შსს-მ არასრულწლოვნების ვაჭრობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე...

Maestro Television

ბრიფინგი შსს-ში

ბრიფინგი შსს-ში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

არასრულწლოვნების სავარაუდო სექსუალური შევიწროების შემთხვევა ვანში
01:44

არასრულწლოვნების სავარაუდო სექსუალური შევიწროების შემთხვევა...

Formula News

არასრულწლოვნების საქმე - მერაბ მორჩაძის წინასასამართლო სხდომა
00:36

არასრულწლოვნების საქმე - მერაბ მორჩაძის წინასასამართლო სხდომ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნების დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
00:14

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნების დაჭრის ფაქტი ცხ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ არასრულწლოვნის ცემის ბრალდებით ძიძა დააკავა
00:31

შსს-მ არასრულწლოვნის ცემის ბრალდებით ძიძა დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ თბილისში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-მ თბილისში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ ძალადობის და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავა
00:26

შსს-მ ძალადობის და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო