შსს-მ თბილისში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

16.06.2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული ი.ბ., დააკავეს. მას ბრალად ედება 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილი გარყვნილი ქმედება. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ბ., მისი შვილის სახელით დარეგისტრირებული სოციალური ქსელების - „ფეისბუქის“ და „კონტაქტის“ საშუალებით სისტემატიურად უკავშირდებოდა უცხოეთში მცხოვრებ 12 წლის გოგონას და გარყვნილი ხასიათის შემცველ შეტყობინებებს, ვიდეო და ფოტო მასალას უგზავნიდა. დადგენილია ასევე, რომ გოგონასთან სექსუალური ცხოვრების შესახებ მიმოწერას ბრალდებული 2 წლის განმავლობაში აწარმოებდა, რითაც არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას წინასწარი შეცნობით სჩადიოდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ი.ბ. თბილისში დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ტელეფონები და კომპიუტერები, სადაც ბრალდებულის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები არის დაფიქსირებული. გამოძიება წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შსს-მ მეუღლის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
00:19

შსს-მ მეუღლის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

როგორ ჰყიდდნენ ნარკოტიკს ღამის კლუბებში - შსს-ს ბრიფინგი
05:00

როგორ ჰყიდდნენ ნარკოტიკს ღამის კლუბებში - შსს-ს ბრიფინგი

MULTIMEDIA GE

არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
00:50

არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შსს-მ თბილისში სამი არასრულწლოვანი დააკავა
00:30

შსს-მ თბილისში სამი არასრულწლოვანი დააკავა

Maestro Television

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნების დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
00:14

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნების დაჭრის ფაქტი ცხ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს მ ძებნილი არასრულწლოვანი დააკავა
00:15

შსს მ ძებნილი არასრულწლოვანი დააკავა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ბრიფინგი შსს-ში

ბრიფინგი შსს-ში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შსს-მ ფოთში სამლოცველოს გაქურდვის ფაქტი გახსნა
00:39

შსს-მ ფოთში სამლოცველოს გაქურდვის ფაქტი გახსნა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო