9
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, დანაშაულის პრევენციის მიზნით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში აჭარაში, სამეგრელოსა და კახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დაკავებულია 11 პირი. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანის ჩხრეკისას, სანადირო თოფი, მაკაროვის სისტემის 3 პისტოლეტი, კალაშნიკოვის სისტემის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „ბერეტას“ სისტემის 3 პისტოლეტი, „ჩზ“-ს მოდელის 2 პისტოლეტი, „მოსინის“ ტიპის 2 კარაბინი, „GOLD-STAR-2002“-ის მოდელის პისტოლეტი, 13 მჭიდი, სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 200 საბრძოლო ვაზნა და 1 ჯავშანჟილეტი ამოიღეს. ასევე, აქტიურად გრძელდება მოქალაქეების მიერ პოლიციაში სხვადასხვა ტიპის იარაღისა და საბრძოლო მასალის ნებაყოფლობით წარმოდგენა. სამცხე-ჯავახეთში ორმა მოქალაქემ ნებაყოფლობით წარმოადგინა: გადაჭრილი სანადირო თოფი, პისტოლეტი, მჭიდი, სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 316 საბრძოლო ვაზნა, 4 ხელყუმბარა და ხელყუმბარის 5 კორპუსი. ორივე მოქალაქე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება. Facebook : / miaofgeo Twitter : / miaofgeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804
მსგავსი ვიდეოები
სურვილის ასრულება ასკეტური პრაქტიკის გამოყენებით
გრიმუარი-Grimoire
დეტალური ინფორმაციისთვის დამიკავშირდით ნომერზე 591 965 983
დავით ნოზაძე
აქ შეიძლება იყოს რამდენიმე სამოხელეო დანაშაული - ნაზი ჯანეზა...
ტვ პირველი • TV Pirveli
"ლექSOSთვის დაისაჯონ დამნაშავეები"- მდუმარე აქცია ბათუმში
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
სასტიკი მკვლელობა ბათუმში
Formula News
სხვაგან - Elsewhere
Giorgi Murvanidze
რა საშიშროებას წარმოადგენს ტეტანუსის ბაქტერია
ექიმები l The Doctors Georgia
გეოგრაფია VIII კლასი - ტრანსპორტის სახეები და ტურიზმი #ტელეს...
პირველი არხი #ტელესკოლა