სამეგრელოს პოლიციამ სენაკში მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სენაკში, 16 აგვისტოს მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნეს. დაკავებულია წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი -1998 წელს დაბადებული გ.გ. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში - 1937 წელს დაბადებული ქალი გაძარცვა და მიიმალა. პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე დღეში, სენაკში დააკავა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნაძარცვი ნივთები ამოიღეს, ასევე ამოღებულია 1 ცალი რევოლვერი, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. მომხდარ ფაქტზე გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ძარცვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
სამეგრელოს პოლიციამ სენაკში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა - დ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
სამეგრელოს პოლიციამ სენაკში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
სამეგრელოს პოლიციამ საფლავების გაქურდვის ბრალდებით 2 პირი და...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
ჩეჩენი კი არა, თემური იყო, კაცო, თემურია ქურდული სამყაროს წე...
ქართული ვიდეო არქივი
ფოთსა და სენაკში შსს 3 ადამიანის დაკავებას ადასტურებს
TV IMEDI
სენაკელი ახალგაზრდა, რომელიც პოლიციელებს ზეწოლაში ადანაშაულე...
Radio Atinati
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში ორგანიზებული დანაშაუ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
მამის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster