სამეგრელოს პოლიციამ საფლავების გაქურდვის ბრალდებით 2 პირი დააკავა

23.02.2020 00:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ორი პირი: ბ.ლ. და ა.დ. საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა სოფლებში - ჭოღაში, ნაფიჩხოვოში, კურზუსა და ქალაქ ჩხოროწყუში 10 საფლავი გაქურდეს. ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ საფლავების მესრების ლითონის დეტალებს, რომლებიც შემდეგ ქალაქ სენაკსა და ქალაქ ზუგდიდში მდებარე შავი და ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტებში ჩააბარეს. პოლიციამ ქალაქ სენაკში, ფერადი ლითონების მიმღები ერთ-ერთი პუნქტიდან, ნივთმტკიცების სახით ამოიღო საფლავებიდან მოპარული ლითონის ფირფიტები. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას გულისხმობს. Facebook :   / miaofgeorgia   Twitter :   / miaofgeorgia   Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

დაკავება საფლავების გაქურდვის ბრალდებით
00:22

დაკავება საფლავების გაქურდვის ბრალდებით

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მამის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

მამის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
00:22

სამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამეგრელოს პოლიციამ სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა
00:30

სამეგრელოს პოლიციამ სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით 1 პირი დ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამეგრელოს პოლიციამ სენაკში მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი
00:27

სამეგრელოს პოლიციამ სენაკში მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნა -...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამეგრელოს პოლიციამ სენაკში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
00:23

სამეგრელოს პოლიციამ სენაკში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა - დ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამეგრელოს პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ზუგდიდში 2 პირი დააკავა
00:41

სამეგრელოს პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ზუგ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამეგრელოს პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
00:51

სამეგრელოს პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ა...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო