ხანძრის კერები რეგიონებში

10.01.2021 00:38

მეხანძრე-მაშველებმა ღამის განმავლობაში ტყისა და მინდვრის ორი ხანძარი ჩააქრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უწყვეტ რეჟიმში მუშაობას. ღამის განმავლობაში ორი ახალი კერა გაჩნდა გურიასა და სამცხე-ჯავახეთში. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ერთი კერაა დარჩენილი სამეგრელოში. დობარაზენში ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია, რაც მეხანძრე-მაშველებს მუშაობაში ხელს უშლის. არ არის გამორიცხული, მინდორსა და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ, როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე ცეცხლის გავრცელება გამოიწვიოს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: