საქართველოს რეგიონებში ხანძრებს ებრძვიან
საქართველოს რეგიონებში ხანძრებს ებრძვიან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ტყისა და მინდვრის ხანძარი ცხრა ლოკაციაზე ფიქსირდება. მათივე ცნობით, 4 იანვრის შემდეგ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მინდვრისა და ტყის ხანძრის კერის შესახებ 257 შეტყობინება დაფიქსირდა, მათგან 248 უკვე ლიკვიდირებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მეხანძრე-მაშველთა 350 კაციანი შემადგენლობით, 40 ერთეულამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკით და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მუშაობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს. უკვე მეორე დღეა ხანძარს ებრძვიან კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ რკონში. რთული რელიეფის გამო, სამუშაოები ადგილზე ძნელდება და ტექნიკასთან ერთად მეხანძრეების ცოცხალი ძალაც აგრძელებს მუშაობას. 45 მეხანძრე-მაშველი ცდილობს ცეცხლის ჩაქრობას, ხანძრის ქრობაში ჩართულია ვერტმფრენიც. რკონის ტყეში ცეცხლი ორი დღის წინ გაჩნდა. ხანძრის კერები დასახლებული ადგილიდან ათ კილომეტრშია. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ხანძრის ქრობის სამუშაოებში დილიდან ჩაერთო რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთშიც - ონში, სოფელ ონჭევისა და წოლას მიმდებარედ. მეხანძრე-მაშველები განაგრძობენ სამუშაოებს ონში, სოფელ საკაოში, ცაგერში, სოფელ ჩქუმში, ლაილაშსა და ზარაგულაში. რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის ხუთივე კერაზე იწვის ტყის ქვედა საფარი, ტყის მასივსა და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მეხანძრე-მაშველები სალოკალიზაციო სამუშაოებს აგრძელებენ სამეგრელო-ზემო სვანეთში.ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ხანძარი შავნაბადას ტყეში - ჩართვა ადგილიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გახშირებული ტყის ხანძრები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხანძრის კერები რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხანძრები ლიკვიდირებულია
შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხანძრები ლიკვიდირებულია
TV IMEDI
თბილისის პარკის გახსნა ანკარაში
culturegovge culturegovge
ხანძრები საქართველოს რამდენიმე რეგიონში
Maestro Television
პლანეტა შეძრწუნებულია უჩვეულო სტიქიური უბედურებებით: წყალდიდ...
შემოქმედებითი საზოგადოება საქართველო