მამუკა წოწერია: მერიაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

24.12.2018 00:51

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას ინფორმაციით, ამ დროისთვის მერიის შენობაში, კონკრეტულად კი თენგიზ ქობალიას სამუშაო კაბინეტში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. წეწერიას თქმით, მას სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ამბობს, რომ თენგიზ ქობალია შენობაშია. „არ ვიცი ვინ არის მერე დაკავებული, არ გავცნობივარ დეტალებს. თუმცა ჩემი ინფორმაციით თენგო ქობალიას გაყვანა კაბინეტიდან ჯერ არ მომხდარა“, - ამბობს მამაუკა წოწერია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, თენგო ქობალია და დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე დააკავეს რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/

გაზიარება: